მოჭიდავეთა ნაკრების ექიმი: სპორტსმენები პრეპარატის მიღებას უარყოფენ

AutoSharing Option
მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის, ზურა კახაბრიშვილის განცხადებით, სპორტსმენები აკრძალული პრეპარატის მიღებას უარყოფენ.

როგორც კახაბრიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ის პირადად ესაუბრა სპორტსმენებს და ისინი პრეპარატის მიღებას არ ადასტურებენ.

ექიმის განმარტებით, ზოგადად, მილდრონატი აკრძალული პრეპარატების სიას ერთი წლის წინ დაემატა და ის არ არის ძლიერმოქმედი პრეპარატი.

"თუ სპორტსმენებს მასიურად აქვთ მიღებული ერთი და იგივე პრეპარატი, მაშინ უკვე ჩვენც ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდება, მაგრამ ზოგადად, ეს პრეპარატი იმდენად არასერიოზულია, რომ ერთწლიანი სასჯელია გათვალისწინებული მხოლოდ", - განაცხადა ექიმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების
6 წევრი აკრძალული პრეპარატის, მილდრონატის გამოყენებაშია ბრალდებული.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენადაც ვიცი, "მილდრონატი" იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალია.. ადრე ექიმმა დამინიშნა და ვსვამდი.. იქედან მახსოვს..
ლევანი
19:52 15-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული