რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ჯამში 6 მედლით, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
11 მარტს კონტინენტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - დავით ტლაშაძე (70).
გადამწყვეტ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს სძლია - 11:0, ტლაშაძემ კი ფინალი ასევე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო - 0-7.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
1/4-ფინალში კი გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
12 მარტიდან რიგაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.
ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
23:14 11-03-2016
პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ხალხო, თქვენ დაგლოცოთ ღმერთმა! გაუმარჯოს გუნდის ყველა წევრს, ვინც თუნდაც მინიმალური წვლილი შეიტანა ამ საქმეში! დაილოცოს თქვენი ოჯახები და საახლობლო მთელი საქართველოს გახარებისათვის!
0
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას...გენომ ხომ დააგვრგვინა..თან ორი ჰიმნიც ააჟღერა...პირველი კაცია ჩემპიონებს შორის ვინც ორი ჰიმნი დააგუგუნებინა")))
0
0
მაგრბი ხართ!!!! ვულოცავ მთელ საქართველოს! ოლიმპიადაზე კიდევ უფრო მეტის იმედით!!!!
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული