სამთო თხილამურები: მატყუარა მევიოლინე

AutoSharing Option
სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სოჭის ოლიმპიადის წინ საკვალიფიკაციო წესების დარღვევისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი. ამის შესახებ ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

სლოვენიის სათხილამურო სპორტის ასოციაციამ იპოვა დამამტკიცებელი საბუთები, რომ 2014 წლის იანვარში მეის მიერ დაფიქსირებული შედეგები ტაილანდელი სპორტული ჩინოვნიკების მიერ იქნა გაყალბებული. მათ მაქინაციების მეშვეობით შეიტანეს ცვლილებები ტურნირის ოქმში.

საბოლოოდ, მუსიკოსმა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მიიღო. იქ მან გიგანტურ სლალომში იასპარეზა და 67-ე ადგილი დაიკავა. მეი ორი ცდის ჯამში 50 წამზე მეტით ჩამორჩა ოქროს მედლის მფლობელ ტინა მაზეს.
ტაილანდელი ფინიშზე მისულ სპორტსმენებს შორის ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული