NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "ჩიკაგოს" ფორვარდი პატრიკ კეინი, რომელიც ლიგის ლიდერი იყო ხუთი გოლით და ამას ერთი შედეგიანი პასიც დაუმატა. ის "ბლეკ ჰოქსს" სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კეინი ექვსი მატჩია, უქულოდ არ ტოვებს მოედანს და ზედიზედ ხუთი შეხვედრაა, მინიმუმ ერთ გოლს იტანს. ჩიკაგოელი 19 ქულით (9+10) მეორე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.

მეორე ვარსკვლავად დასახელდა "დალასის" ფორვარდი ჯეიმი ბენი, რომელმაც სამ მატჩში 6 ქულა (4+2) დააგროვა. "სტრაზმა" სამივე მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო
"ნიუ ჯერსის" ლეგენდარულ მეკარეს მარტინ ბროდოს, რომელმაც გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1.33 ქულა დააგროვა და მეტოქეთა დარტყმების 94.2 პროცენტი მოიგერია. "ნიუ ჯერსის" ზედიზედ ხუთი მოგება აქვს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. გასულ კვირას 40 წლის მეკარემ კარიერაში 1200-ე მატჩი ჩაატარა. ის NHL-ის ყველა დროის ლიდერია მოგებებისა (663) და "შათაუტების" (120) რაოდენობით.

ტორონტო-ფილადელფია 5:2
1:1, 3:0, 1:1
გოლები: 0:1 სიმონდსი-3 (შენი-2, ტიმონენი-7), 1:1 ფანოფი-2 (კომაროვი-3, კულმინი-7), 2:1 ორი-1 (მაკლარენი-1, ფრანსონი-6), 3:1 ფრატინი-7 (კადრი-7, ფრანსონი-7), 4:1 მაკარტური-2 (კადრი-8, ფრატინი-3), 5:1 ვან რიმსდიკი-8 (კესელი-9, ბოზაკი-5), 5:2 მაკგინი-2 (ფოსტერი-3, ფედოტენკო-3).

კოლამბუსი-სან ხოსე 6:2
1:0, 2:1, 3:1
გოლები: 1:0 დუბინსკი-1 (კალვერტი-1, ტიუტინი-9), 2:0 ვიშნიევსკი-3 (ბრასარი-5, უმბერგერი-2), 3:0 გოლუბეფი-1 (მაკენზი-1, ფოლინო-3), 3:1 მარლო-10 (კუტური-6, მიურეი-1), 4:1 ნიკიტინი-1 (კალვერტი-2, დუბინსკი-6), 5:1 პროსპალი-4 (ფოლინო-4, ჯ. ჯონსონი-4), 6:1 ლეტესტუ-5 (ანისიმოვი-2), 6:2 პაველსკი-6 (დ. ბოილი-6, ტორნტონი-12).

სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 1:4
0:1, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი-5 (ვოინოვი-3, მ. რიჩარდსი-5), 0:2 ჯ. კარტერი-6 (ელერბი-1), 0:3 დრიუსკი-1 (დ. ბრაუნი-3, კოპიტარი-3), 1:3 სტინი-2 (შატენკირკი-12, ენდი მაკდონალდი-7), 1:4 სტოლი-2 (ვოინოვი-4, პენერი-1).

აილენდერსი-კაროლინა 4:6
1:1, 2:1, 1:4
გოლები: 1:0 ნილსენი-1 (ბეილი-1, ჰამონიკი-4), 1:1 უოლასი-1 (მაკბეინი-2, ნოდლი-1), 2:1 ტავარესი-7 (მოულსონი-7, ვიშნოვსკი-1), 2:2 სკინერი-7 (ჯ. სტაალი-10), 3:2 მოულსონი-5 (ბოიესი-6, ტავარესი-8), 3:3 ტლუსტი-2 (სიომინი-6, ე. სტაალი-6), 3:4 სიომინი-3 (ტლუსტი-3), 3:5 ე. სტაალი-8 (ტლუსტი-4, ჰარისონი-3), 4:5 მოულსონი-6 (ვიშნოვსკი-2, შტრაიტი-3), 4:6 ტლუსტი-3 (სიომინი-7, ფოლკი-2).

კოლორადო-ფინიქსი 2:3 (ო)
0:1, 2:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 დოუნი-3 (ჩიპჩურა-2), 1:1 ოლვერი-1 (ჰეიდუკი-4, ო'ბირნი-1), 2:1 დუშენი-3 (პარენტო-3), 2:2 ეკმან-ლარსონი-3 (კორპიკოსკი-3, დოუნი-3), 2:3 დოუნი-4 (ჩიპჩურა-3).

კალგარი-მინესოტა 1:2 (ბ)
0:0, 0:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ბროძიაკი-1 (სეტოგუჩი-3, რ. სატერი-7), 1:1 ჰუდლერი-3 (ჩერვენკა-2).
ბულიტები გაიტანეს: პარიზე (მინესოტა), ჰუდლერი (კალგარი), მ. კოივუ (მინესოტა).

ვნახავთ სოჭში ვარსკვლავებს?
ხუთშაბათს ნიუ იორკში დაიწყება მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - ჰოკეის ეროვნულ ლიგა, მოთამაშეთა პროფკავშირები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. განსახილველი საკითხია NHL-ის ჰოკეისტების მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.

ბევრი ექსპერტის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ზამთრის ოლიმპიადაზე არ იქნებიან, რადგან ოლიმპიური კომიტეტი არ დგამს შემხვედრ ნაბიჯებს ლიგის ბოსების მიმართულებით.

თუმცა ამ პესიმიზმს არ იზიარებს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი: "ვფიქრობ, NHL-ის კომისარს გერი ბეტმენს სხვა გამოსავალი არ აქვს - მან უნდა გამოუშვას მოთამაშეები სოჭში".

შესაძლოა, ფაზელი მართალი იყოს. როგორც ცნობილია, ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ 2020 წლამდე შეიძინა ოლიმპიადების ტრანსლაციის უფლება და ამაში სარეკორდო თანხა - 4.38 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამავდროულად, NBC-მ NHL-სთან 10-წლიანი გარიგება დადო ასევე სარეკორდო თანხად - 2 მილიარდ დოლარად.

ცნობილია, რომ ჰოკეი ზამთრის ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და სოჭში NHL-ის ვარსკვლავების არყოფნა შესამჩნევად დააგდებს 2014 წლის თამაშების ტელერეიტინგს და რთული წარმოსადგენია, რომ NBC Universal Media-ს ხელმძღვანელობამ NHL-ის შეფობას საშუალება მისცეს, დააკარგვინოს მოსალოდნელი ფინანსური მოგება. თუ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს NHL-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლიათ, NBC-ის ამისთვის საჭირო ბერკეტები გააჩნია.

აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ NBC თავისუფლად იარსებებს NHL-ის მატჩების გარეშე, რადგან ამ ტელეკომპანიას გააჩნია ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის შეხვედრების ტრანსლაციის უფლება. სამაგიეროდ, ჰოკეის ეროვნულ ლიგას ძალიან გაუჭირდება, თუ NBC-ის დონის პარტნიორს დაკარგავს.

ეს ყველაფერი კარგად ესმის ლიგის ხელმძღვანელობას და ამის გამო მაქსიმალური სარგებლობის ნახვა უნდა თავისი ჰოკეისტების ოლიმპიადაზე გაშვებისგან. ლიგის ბოსები აცნობიერებენ, რომ ამ ბრძოლაში მარცხდებიან, ამიტომაც სხვა მხრიდან მიუდგნენ საკითხს.

NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ოლიმპიადა ახალი გულშემატკივრების მოზიდვის კარგი საშუალებაა. ამიტომაც ის აპირებს, შეუთანხმდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და საკუთარი მედიაპლატფორმებით გააშუქოს ოლიმპიური თამაშების ჰოკეის ტურნირი - ლაპარაკია NHL.com-ისა და NHLPA.com-ის ვებგვერდებზე. ეს ლიგას დამატებით შემოსავალს მოუტანს და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოკეი: სოჭი დაკომპლექტდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული