ხასიათის გამოვლენა მოუწია "ვაშინგტონს", რომელიც "ფლორიდას" სტუმრობდა. მართალია, დედაქალაქელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ შემდეგ მთელი მატჩი მდევრის როლში
კიდევ ერთ მატჩში ვიხილეთ ე. წ. ქამბექი - "ტამპა ბეისა" და "მონრეალის" დაპირისპირებაში. 55-ე წუთისთვის "კანადიენსი" 3:0-ს იგებდა, მაგრამ "ტამპამ" მცველების წყალობით გაათანაბრა ანგარიში. ჰედმანის ორმა შაიბამ და სალოს გოლმა "ლაითნინგს" ქულა მოუტანა, მაგრამ ბულიტების სერია "მონრეალმა" მოიგო.
"კანადიენსმა" შეინარჩუნა ადგილი პლეი ოფის ზონაში, "ტამპა" კი ვერ ახერხებს თავის დივიზიონში ლიდერ "კაროლინასთან" დაწევას. 13 თებერვალს ეს უკანასკნელი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ნიუ ჯერსის" გაუსწორდა - 4:2.
მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა კაროლინელთა ფორვარდმა ირჟი ტლუსტიმ, რომელმაც წინა დღეს დაგროვებულ ოთხ ქულას ორი გოლი დაუმატა. ამასთან, ერიკ სტაალმა გააგრძელა თავისი ბრწყინვალე სერია - ის ათი მატჩია, უქულოდ არ ტოვებს მოედანს და ამ დროის განმავლობაში რვა გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი მიითვალა.
კვლავაც კრიზისშია "ბაფალო", რომელმაც გოლი ვერ გაუტანა "ოტავას". ანდერსონის 42-მა სეივმა და კარლსონისა და კონდრას გოლებმა "სენატორებს" აღმოსავლეთში პოზიციების გამაგრების საშუალება მისცეს.
თანდათან უახლოვდება პლეი ოფის ზონას "ფილადელფია", რომელიც კრიზისიდან გამოდის. "მფრინავები" "ვინიპეგს" გაუსწორდნენ - 3:2 და მხოლოდ მეორე გასვლითი მატჩი მოიგეს ჩემპიონატში.
* * *
დასავლეთში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "სან ხოსემ". "ზვიგენებმა" ისევ აიღეს ერთი ქულა ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის წყალობით, მაგრამ ოვერტაიმში "ნეშვილმა" იყოჩაღა და 1:0 მოიგო. პრობლემების მიუხედავად, "სან ხოსე" რჩება კონფერენციაში მეოთხე ადგილზე. ასევე პლეი ოფის ზონაშია "ნეშვილი".
"სან ხოსეს" ბოლოდროინდელი ჩავარდნის გათვალისწინებით, "ანაჰაიმს" აქვს შანსი, დიდი ხნით დამკვიდრდეს წყნარი ოკეანის დივიზიონის ლიდერად, რასაც ახერხებს კიდეც. "იხვები" სტუმრად თამაშობდნენ დასავლეთის ლიდერ "ჩიკაგოსთან" და ბულიტების სერიაში გაიმარჯვეს - 3:2. "დაქსის" რიგებში აღსანიშნავია ახალბედა ბენ ლავჯოის ორი პასი. "ჩიკაგო" დარჩა კონფერენციის ლიდერად, "ანაჰაიმი" კი მეორეა დასავლეთში ოთხქულიანი ჩამორჩენით, თან "იხვებს" ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.
შესანიშნავად გამოდის "დალასი", რომელმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გაიფორმა. "ვარსკვლავებმა" სტუმრად მოუგეს "ედმონტონს". საინტერესო გამოვიდა ახალბედა ბრენდელ დილონის გოლი - მისი დარტყმის შემდეგ შაიბა კარის უკან დამცავ შუშას მოხვდა, იქიდან ზურგზე დაეცა მეკარე დუბნიკს და ისე შევარდა კარში. "ედმონტონი" ჯერჯერობით ვერ ახერხებს პირველ რვა გუნდში დამკვიდრებას.
დღის ბოლო მატჩში "ვანკუვერმა" დაამარცხა "მინესოტა" - 2:1, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გაიფორმა და გააგრძელა ბატონობა დივიზიონში. უნდა აღვნიშნოთ "მინესოტას" რიგებში 22 წლის მეკარის, დარსი კემპერის დებიუტი, რომელმაც ღირსეულად ითამაშა, 28 დარტყმა მოიგერია, მაგრამ "მინესოტა" ასეთი სუსტი შეტევით შორს ვერ წავა.
ბოსტონი-რეინჯერსი 3:4 (ბ)
0:1, 0:1, 3:1, 0:0
გოლები: 0:1 ჰაგელინი-4 (ნეში-7, ჟირარდი-5), 0:2 სტეპანი-2, 0:3 სტრალმანი-1, 1:3 კრეიჩი-4 (ლუჩიჩი-4, საიდენბერგი-2), 2:3 ჰორტონი-4 (ლუჩიჩი-5, ფერენსი-3), 3:3 მარჩანდი-7 (პ. ბერჟერონი-5, საიდენბერგი-3).
ბულიტები გაიტანეს: ნეში (რეინჯერსი), მარჩანდი (ბოსტონი), კელეჰანი (რეინჯერსი).
ფლორიდა-ვაშინგტონი 5:6 (ო)
2:1, 2:2: 1:2, 0:1
გოლები: 0:1 რიბეირო-5 (პუნდრატეკი-3), 1:1 ფლიშმანი-4 (კუბა-3), 2:1 მატიასი-2 (გოკი-2, კულიკოვი-4), 2:2 ელზნერი-1 (ფერი-2, ჯ. უორდი-4), 3:2 იუბერდო-4 (მიულერი-2, გუდბრანსონი-1), 3:3 ჰენდრიქსი-3 (ოვეჩკინი-5, რიბეირო-11), 4:3 იუბერდო-5 (მიულერი-3, შორი-3), 5:3 შორი-1 (სკილი-1), 5:4 ფერი-1 (მაიკ გრინი-5, ჯ. უორდი-5), 5:5 ოვეჩკინი-5 (რიბეირო-12, ბექსტრიომი-8), 5:6 ბროუერი-6 (ბექსტრიომი-9).
ვინიპეგი-ფილადელფია 2:3
1:2, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 შენი-3 (ვორაჩეკი-6, ქობურნი-3), 1:1 ლედი-5 (ველერი-6), 1:2 ტიმონენი-2 (ჟირუ-5, სიმონდსი-4), 1:3 მაკგინი-3 (ვორაჩეკი-7), 2:3 ლეი-6 (ე. კეინი-6, ველერი-7).
ნიუ ჯერსი-კაროლინა 2:4
1:0, 0:2, 1:2
გოლები: 1:0 კოვალჩუკი-5 (ჟიდლიცკი-6, ელიაში-12), 1:1 ი. იოკინენი-1 (კორვო-3, პიტკანენი-5), 1:2 დუაიერი-4 (ჰარისონი-4, ფოლკი-3), 2:2 ჯ. კარტერი-2, 2:3 ტლუსტი-4 (ე. სტაალი-7), 2:4 ტლუსტი-5 (სტაალი-8, ფოლკი-4).
ტამპა ბეი-მონრეალი 3:4 (ბ)
0:1, 0:2, 3:0, 0:0
გოლები: 0:1 ბ. ჯონტა-3 (პლეკანეცი-5, სუბანი-3), 0:2 სუბანი-3 (ელერი-3), 0:3 მოენი-1 (ელერი-4, არმსტრონგი-1), 1:3 ჰედმანი-3 (პიატი-4, პულიო-4), 2:3 ჰედმანი-4 (პურსელი-9, სალო-6), 3:3 სალო-1 (ლეკავალიე-8, სან ლუი-14).
ბულიტები გაიტანეს: დეშარნე (მონრეალი).
ოტავა-ბაფალო 2:0
0:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 ე. კარლსონი-6 (მ. მიხალეკი-6), 2:0 კონდრა-2 (ტარისი-7, გონჩარი-5).
ნეშვილი-სან ხოსე 1:0 (ო)
გოლი: 1:0 კ. უილსონი-4 (ელისი-3, ლეგუანდი-3).
ჩიკაგო-ანაჰაიმი 2:3 (ბ)
0:0, 2:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 გეტცლაფი-4 (ბონინო-4, ლავჯოი-1), 1:1 ლედი-2 (შარპი-10, პ. კეინი-11), 2:1 საადი-2 (ტეივზი-7), 2:2 კოლიანო-2 (ბოშემენი-4, ლავჯოი-2).
ბულიტები გაიტანეს: ტეივზი (ჩიკაგო), ბონინო (ანაჰაიმი), პერი (ანაჰაიმი).
ედმონტონი-დალასი 1:4
1:0, 0:1, 0:3
გოლები: 1:0 ტ. ჰოლი-3 (ებერლე-6), 1:1 დილონი-2 (რობიდასი-4, როი-6), 1:2 ნისტრიომი-1 (ფიდლერი-2), 1:3 იაგრი-4 (დელეი-1, ბენი-4), 1:4 გარბუტი-2 (ფიდლერი-3).
ვანკუვერი-მინესოტა 2:1
1:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ბიეკსა-3 (კასიანი-2, ჰამჰუისი-6), 2:0 ჰანსენი-3 (ბალარდი-1, რეიმონდი-4), 2:1 სეტოგუჩი-2 (კულენი-5, გრანლუნდი-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი