NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბი უკვე ყინულზეა

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერმა და წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა სიდნი კროსბიმ პირველი ვარჯიში ჩაატარა მას შემდეგ, რაც 30 მარტს, "აილენდერსთან" მატჩში შაიბა სახეში მოხვდა და ყბა გაიტეხა.

25 წლის ჰოკეისტმა ამ დაზიანების გამო ექვსი მატჩი გამოტოვა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ითამაშებს თუ არა კროსბი დარჩენილ მატჩებში. ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან "პიტსბურგს" გარანტირებული აქვს პლეი ოფში თამაში. ასე რომ, კროსბი, შესაძლოა, მხოლოდ სტენლის თასის მატჩებისთვის დაუბრუნდეს ოფიციალურ მატჩებს.

ასევე განაახლეს ვარჯიში "პინგვინების" ფორვარდმა ჯეიმს ნილმა, რომელმაც ტვინის შერყევის გამო ბოლო
სამი მატჩი გამოტოვა და მცველმა პოლ მარტინმა - მას ხელის მოტეხილობის გამო ბოლო შვიდ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

სტ ლუისი-ჩიკაგო 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ბიკელი-9 (სტალბერგი-13), 0:2 მარიან ჰოსა-15 (ტეივზი-22).

ბაფალო-ტამპა ბეი 3:1
1:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ენისი-10 (ვანეკი-18, ერჰოფი-14), 2:0 ჰეხტი-4 (გერბე-5), 3:0 პორტერი-4 (ფლინი-5, ოტი-15), 3:1 პულიო-8 (ბრიუერი-8, ლეკავალიე-19).

ნეშვილი-დეტროიტი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ზეტერბერგი-9 (დეკეისერი-1, დაციუკი-27), 0:2 ფრანცენი-9 (ფილპულა-8, ქლირი-4), 0:3 აბდელკადერი-9 (ზეტერბერგი-29, დაციუკი-28).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სოჭის ამბავი მაისში გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული