თუმცა პირველ მატჩში "პიტსბურგმა" იოლად დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი. როგორც გახსოვთ, "აილენდერსთან" წინა წრის სერიის ბოლო მატჩში "პინგვინების" სამწვრთნელო შტაბმა კარში ტომაშ ვოკოუნი ჩააყენა და ამ სვლამ გაამართლა. მაშინ ჩეხმა შათაუტი შეასრულა და თავისი გუნდი შემდეგ რაუნდში გაიყვანა, 35 დარტყმა მოიგერია და ასევე დიდწილად განაპირობა "პინგვინზის" პირველი მოგება.
ასევე აღვნიშნავთ პასკალ დუპუის გოლს, რომელიც
პიტსბურგი-ოტავა 4:1
2:1, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 პ. მარტინი-2 (მალკინი-10, მოროუ-2), 1:1 გრინინგი-1 (კონდრა-4, კოუენი-2), 2:1 მალკინი-3 (კუნიტცი-4, ჯ. ნილი-1), 3:1 კუნიტცი-3 (იგინლა-8, ლეტანგი-5), 4:1 დუპუი-6 (მიურეი-1).
სერია: 1-0
* * *
გაცილებით საინტერესო იყო "სან ხოსესა" და "ლოს ანჯელესის" სერიის პირველი მატჩი. სხვათა შორის, ეს გუნდები ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველად თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ პლეი ოფში. საკუთარი მოედნის უპირატესობას "ლოს ანჯელესი" ფლობს. ასე იყო წინა სერიაში "სენტ ლუისის" წინააღმდეგ და მაშინ "კინგზმა" პირველი ორი საშინაო შეხვედრა დათმო, რის შემდეგაც მოუწია სერიის გადარჩენაზე ფიქრი.
ამჯერად "მეფეებმა" გაითვალისწინეს წინა სერიაში დაშვებული შეცდომები და გაცილებით კონცენტრირებულნი და მობილიზებულნი შეხვდნენ პირველ მატჩს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ზვიგენები" ამ შეხვედრაში უშანსოდ იყვნენ. თავიდან უფრო აქტიურები სწორედ სტუმრები იყვნენ, მაგრამ ჯონათან კუიკს ვერაფერი მოუხერხეს.
თითქოს პირველი პერიოდი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სირენამდე 13 წამით ადრე მაიკ რიჩარდსი შევიდა მეტოქის ზონაში, მცველები თავის მხარეს გადაიყვანა და მარტო დარჩენილ ვოინოვს მიაწოდა შაიბა, რომელმაც კარგად დაარტყა ცხრიანში.
მეორე 20-წუთეული უკეთ "ლოს ანჯელესმა" ჩაატარა, რომელმაც სახიფათო დარტყმებით დატვირთა ანტი ნიემი. როგორც ჩანს, ამ სერიაში გადამწყვეტი სწორედ მეკარეების დაპირისპირება იქნება. ჯერჯერობით ორივე გოლკიპერმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ნიემის მაინც მოუწია კიდევ ერთხელ დანებება, როცა ვოინოვმა შორიდან დაარტყა და თავიდან მას ჩაუთვალეს გოლი, მაგრამ შემდეგ გამოასწორეს შეცდომა, რადგან შაიბას მიმართულება რიჩარდსმა შეუცვალა.
ბოლო პერიოდში "სან ხოსე" გამუდმებით უტევდა, მაგრამ კვიკმა ბრწყინვალედ ითამაშა - 20 წუთის განმავლობაში "ზვიგენებმა" 20-ზე მეტი დარტყმა შეასრულეს, მაგრამ "კინგზის" მეკარე, როგორც ჩანს, წელსაც აპირებს პლეი ოფის გმირობას. შარშან სწორედ კვიკის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა "ლოს ანჯელესის" მიერ სტენლის თასის აღება.
ლოს ანჯელესი-სან ხოსე 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ვოინოვი-3 (მ. რიჩარდსი-6, ჯ. კარტერი-1), 2:0 მ. რიჩარდსი-1 (ვოინოვი-1, სკუდერი-2).
სერია: 1-0
სტალინზე შეყვარებული
რუსეთის ნაკრების მეკარემ ილია ბრიზგალოვმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დადებითად აფასებს იოსებ სტალინის მოღვაწეობას. "მე ვხედავ მის მოქმედებებში ლოგიკას", - აღნიშნა ბრიზგალოვმა. მეკარის განცხადებით, რომ შეეძლოს, სიამოვნებით შეხვდებოდა სტალინს და მას ინტერვიუს ჩამოართმევდა.
ბრიზგალოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სტალინმა ხელისუფლება მაშინ ჩაიბარა, როცა ქვეყანა გაკოტრებული იყო. მეკარის აზრით, ეკონომიკის წინ წამოსაწევად საჭირო იყო ქვეყნის "რკინის ხელებში მოქცევა". "მასზე ამბობენ - სისხლიანი ტირანიაო, მაგრამ იმ დროს სხვანაირად შეუძლებელი იყო", - თქვა ჰოკეიტსმა. ამავდროულად, ბრიზგალოვმა აღნიშნა, რომ "ბელადს" შეცდომებიც ჰქონდა.
ჰოკეიში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ბრიზგალოვმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო. ის მეტოქეთა დარტყმების 93.4 პროცენტს იგერიებდა და საშუალოდ 1.33 შაიბას უშვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: საგიჟეთი ბოსტონში