და ამ ეტაპის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის ნაკრებმა "გადათელა" ერთ-ერთი ფავორიტი და ეს გუნდი 2006 წლის შემდეგ პირველად დატოვა ნახევარფინალის მიღმა.
ამ შედეგს შეიძლება სენსაციური ვუწოდოთ თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკელთა ამჟამინდელი შემადგენლობიდან სამი-ოთხი მოთამაშე თუ მოხვდება სოჭის ოლიმპიადისთვის აშშ-ის განაცხადში.
ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ამერიკელთა კაპიტანი პოლ შჩასტნი, რომელმაც 16 მაისს ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. გამარჯვებულთა რიგებში გმირის სტატუსი კიდევ
ამიტომაც სარისკო იყო ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მისთვის კარის ნდობა, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრისთვის რუსებს დაემატათ "ვაშინგტონის" ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი. მაგრამ ამერიკელ მწვრთნელთა ნაბიჯმა გაამართლა - გიბსონმა 31 დარტყმა მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა ამ ტრიუმფში.
ამერიკელთა მეტოქე შვეიცარიისა და ჩეხეთის მატჩში ირკვეოდა. ეს გუნდები ჯგუფშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ შვეიცარიამ გაიმარჯვა. ამ გუნდის ზღაპარი 16 მაისს გაგრძელდა - შვეიცარიამ, რომელმაც გასულ წელს მე-11 ადგილი დაიკავა, 15 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო შონ სიმპსონის გუნდის ზედიზედ მერვე მოგება.
1/4-ფინალი
რუსეთი-აშშ 3:8
1:2, 0:2, 2:4
გოლები: 0:1 შჩასტნი-5 (კ. სმიტი-5, ჰანვიკი-2), 0:2 ოში-1 (სტეპლტონი-3), 1:2 სვიტოვი-1 (სოინი-3, ტიუტინი-1), 1:3 ტომპსონი-1 (რ. კარტერი-1), 1:4 გალჩენიუკი-1 (კ. სმიტი-6, შჩასტნი-6), 2:4 ოვეჩკინი-1 (ვარლამოვი-1), 2:5 რ. კარტერი-1, 3:5 პერეჟოგინი-3 (პოპოვი-4, ოვეჩკინი-1), 3:6 ტროუბა-1 (კ. სმიტი-7, შჩასტნი-7), 3:7 მოსი-4 (კ. სმიტი-8), 3:8 შჩასტნი-6 (კ. სმიტი-9, ბატლერი-2).
შვეიცარია-ჩეხეთი 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰოლენშტაინი-4 (ბლინდენბახერი-1, სური-3), 2:0 იოზი-3 (გარდნერი-3, დიასი-1), 2:1 კუტლაკი-1 (პლეკანეცი-4, ვორაჩეკი-6).
ფინეთი-სლოვაკეთი 4:3
3:0, 0:2, 1:1
გოლები: 1:0 ვაანანენი-1, 2:0 კონტიოლა-7 (პესონენი-5, აალტონენი-6), 3:0 კონტიოლა-8 (აალტონენი-7), 3:1 მიკლიკი-2 (მეზეი-2, კუკუმბერგი-7), 3:2 სეკერა-1 (მეზეი-3, ჰუდაჩეკი-2), 3:3 სუროვი-3 (რადივოევიჩი-2, მეზეი-4), 4:3 აალტონენი-4 (კონტიოლა-7, პესონენი-6).
კანადა-შვედეთი 2:3 (ბ)
0:0, 1:0, 1:2, 0:0
გოლები: 1:0 სტემკოსი-7 (რობიდასი-3, ლედი-2), 1:1 დანიელსონი-1 (ჰ. სედინი-2, დ. სედინი-2), 1:2 დანიელსონი-1 (დ. სედინი-2, ჰ. სედინი-2), 2:2 ჟირუ-3 (ლედი-3).
გადამწყვეტი ბულიტი: პეტერსონი (შვედეთი)
1/2-ფინალი
18 მაისი
აშშ-შვეიცარია
შვედეთი-ფინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კანადა ძლიერია, შვედები სედინებს ელიან