ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში "ჩიკაგო" მუდმივად ბატონობდა "ჯო ლუის არენაზე" - 11-დან ცხრა მატჩი მოიგო და 33 შაიბა გაიტანა. ეს ციფრები შემთხვევითი ნამდვილად არ არის და შესაბამისად, ფავორიტად სწორედ "ბლეკჰოქსი" მიიჩნეოდა.
მაგრამ ამჯერად სტუმრებისთვის ყველაფერი ცუდად განვითარდა. თუმცა თავიდან დეტროიტელებმა სრულიად გაუგებარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს, როცა პირველ პერიოდში ორჯერ რიცხობრივი უპირატესობა მისცეს მეტოქეს, მესამედ კი ეს მეორე პერიოდის სტარტზე გააკეთეს, მაგრამ ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშებისას ჩიკაგოელებმა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნეს და ასეთი
ჯერ ნიკუისტი გაიქცა კონტრშეტევაში, შემდეგ კი მილერმა მოიგო მეტოქის კარის სიახლოვეს ძალისმიერი ორთაბრძოლა და შედეგად, "დეტროიტმა" 31 წამის ინტერვალით ორი გოლის გატანა მოახერხა.
მესამე პერიოდში კეინმა ცოტა ხნით დაუბრუნა ინტრიგა შეხვედრას, როცა ერთი-ერთზე გასვლა გამოიყენა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ დაციუკმა ეფექტური წერტილი დაუსვა შეხვედრას.
ასე მოულოდნელად დაწინაურდა სერიაში "დეტროიტი", რომელმაც მართლაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა - წინა სერიაში მან დასავლეთის მეორე გუნდი - "ანაჰაიმი" გამოთიშა ბრძოლას, ახლა კი მთლიანად რეგულარული სეზონის ჩემპიონს დაემუქრა.
დეტროიტი-ჩიკაგო 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 ნიკუისტი-2 (ბრუნერი-4, ჟ. ანდერსონი-4), 2:0 დ. მილერი-1 (ივსი-2, ემერტონი-1), 2:1 პ. კეინი-2 (კიტი-5), 3:1 დაციუკი-3 (ფრანცენი-1, ბ. სმიტი-2).
სერია: 2-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: სასწაული ოტავაში