პირველი სიმბოლური ნაკრები შემდეგმა ჰოკეისტებმა შეადგინეს: მეკარე - სერგეი ბობროვსკი ("კოლამბუსი"); მცველები - პი კეი საბენი ("მონრეალი"), რაიან სატერი ("მინესოტა"); ფორვარდები - ალექსანდრ ოვეჩკინი ("ვაშინგტონი"), სიდნი კროსბი ("პიტსბურგი"), კრის კუნიტცი ("პიტსბურგი").
მეორე სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მეკარე - ჰენრიკ ლუნდკვისტი ("რეინჯერსი"); მცველები - ფრანსუა ბოშემენი ("ანაჰაიმი"), კრის ლეტანგი ("პიტსბურგი"); ფორვარდები - ჯონათან ტეივზი ("ჩიკაგო"), მარტინ სან ლუი ("ტამპა ბეი"), ალექსანდრ ოვეჩკინი.
ოვეჩკინი მეორე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც სიმბოლურ ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე თამაშისას მოხვდა. ადრე ეს შეძლო ლეგენდარულმა მარკ მესიემ.
ლეკავალიე "მფრინავებთან" წავიდა
ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა ფორვარდმა ვენსან ლეკავალიემ, რომელიც 5 ივლისიდან შეუზღუდავი თავისუფალი აგენტების ბაზარზე უნდა გასულიყო, “ფილადელფის ფლაიერზთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ TNS-ის მონაცემებით, 33 წლის თავდამსხმელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 22.5 მილიონს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლეკავალიე 14 წლის განმავლობაში თამაშობდა “ტამპა ბეის” შემადგენლობაში და ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ლიდერია ჩატარებული მატჩებისა (1037) და გოლების (383) რაოდენობით. 2006-07 წლების სეზონში, ლეკავალიე 52 გოლით რეგულარული სეზონის საუკეთესო სნაიპერი გახდა, 2004 წელს კი სტენლის თასი მოიპოვა.
"პიტსბურგმა" საუკეთესო მცველ შეინარჩუნა
“პიტსბურგ პინგვინზმა” მოახერხა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მცველის კრის ლეტანგის შენარჩუნება. მხარეებმა გუშინ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომელიც რვა წელი იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში ჰოკეისტი 58 მილიონ დოლარს (სეზონში - 7.25 მილიონი) გამოიმუშავებს. 26 წლის ლეტანგის მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურებოდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, კრისის ხელფასი წელიწადში 3.5 მილიონს უდრიდა.
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ლეტანგმა 35 მატჩი ჩაატარა და 38 ქულა (5+33) დააგროვა, პლეი ოფის 15 მატჩში კი მისი მონაგარი 16 ქულა (3+13) იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. დრაფტი 2013: კანადელი, ფინელი და ა. შ.