ახალი ლეგენდები NHL-ის დიდების დარბაზში

AutoSharing Option
ტორონტოში გამართულ ცერემონიაზე ჰოკეის დიდების დარბაზში სამი ახალი წევრი მიიღეს - კრის ჩელიოსი, სკოტ ნიდერმაიერი და ბრენდან შენეჰანი. აღვნიშნავთ, რომ კანდიდატებს უნდა მიეღოთ დიდების დარბაზის სპეციალური კომისიის 18 წევრის ხმათა სამი მეოთხედი.

სკოტ ნიდერმაიერმა კარიერაში ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი, ორჯერ - ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები "დიდებსა" და ახალგაზრდებს შორის. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ორი კლუბის - "ნიუ ჯერსისა" და "ანაჰაიმის" ღირსება დაუცავს და თითოჯერ აქვს მოგებული "ნორის ტროფი" და "კონ სმიტ ტროფი", აგრეთვე სამჯერ მოხვდა სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში. მის
ანგარიშზეა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ხუთი მონაწილეობა. სულ ლეგენდარულმა მცველმა NHL-ში 1263 მატჩი ჩაატარა და 740 ქულა (172+568) დააგროვა.

ჩელიოსს კარიერაში "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" რიგებში უთამაშია. 26 სეზონის განმავლობაში, დიადმა ამერიკელმა მცველმა სამჯერ ასწია თავს ზემოთ სტენლის თასი. სულ ლიგაში 1651 მატჩი ჩაატარა და 948 ქულა (185+763) მოიხვეჭა. ის ერთხელ დასახელდა სეზონის საუკეთესო მცველად, იყო 2002 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

რაც შეეხება ბრენდან შენეჰანს, მის კარიერაში ხუთი კლუბი იყო: "ნიუ ჯერსი", "სენტ ლუისი", "ჰარტფორდი", "დეტროიტი" და "რეინჯერსი". რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 1524 მატჩში მან 1354 ქულა (656+698) მიითვალა. რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", იყო 2002 წელს ოლიმპიური ჩემპიონი და 1994 წელს - მსოფლიოს ჩემპიონი.

NHL-ის სნაიპერი ხორვატიაში წავიდა
ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში მოთამაშე "ზაგრებმა" ახალი სეზონისთვის შემადგენლობა 32 წლის კანადელი ფორვარდით ჯონათან ჩიჩუთი შეავსო.

2005-06 წლების სეზონში, როცა ჩიჩუ "სან ხოსე შარქსის" ღირსებას იცავდა, ფორვარდი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა - 82 მატჩში 56 შაიბა გაიტანა და "მორის რიშარ ტროფი" მოიგო.

საერთო ჯამში, კანადელმა NHL-ში 501 მატჩი ითამაშა და 305 ქულა (170+135) დააგროვა. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისი ბოლო მატჩი ჩიჩუმ 2010 წელს ჩაატარა, რის შემდეგაც ჰოკეის ამერიკული ლიგის (AHL) კლუბებში თამაშობდა. გასული სეზონი მან "ოკლაჰომა სიტი ბარონსში" გაატარა, რომელიც "ედმონტონ ოილერზის" ფარმკლუბი გახლავთ.

გარდა ამისა, "ზაგრებმა" კიდევ ორ კანადელ ფორვარდთან - ბრაიან უილისთან და მეტ მიორლისთან გააფორმა კონტრაქტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL-ის ბაზარზე აქტიურობაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული