"ვანკუვერმა" პაველ ბურეს ათიანი აჩუქა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი "ვანკუვერ კენაქსი" ხმარებიდან ამოიღებს მეათე ნომერს, რომლითაც ამ გუნდში რუსი პაველ ბურე თამაშობდა. ეს ნომერი ფორვარდს სამუდამო მფლობელობაში გადაეცემა.

ბურე გახდება მეოთხე მოთამაშე "ვანკუვერის" ისტორიაში, ვის მაისურსაც კლუბის საშინაო არენის თაღზე ჩამოკიდებენ. საზეიმო ცერემონია 2013-14 წლების სეზონში ერთ-ერთი მატჩის დროს გაიმართება.

უფრო ადრე, "კენაქსმა" ხმარებიდან ამოიღო სტენ სმილას მე-12, ტრევორ ლინდენის მე-16 და მარკუს ნესლუნდის მე-19 ნომერი.

ბურე "ვანკუვერში" 1991-98 წლებში თამაშობდა. 1993-94 წლების სეზონში გუნდმა სტენლის თასის ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ "ნიუ იორკ რეინჯერსთან" დამარცხდა.
2012 წელს, ბურე NHL-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსების დაგვიანებული რევანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული