NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი-ოვეჩკინი: 2:0

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულში ოთხი შეხვედრა გაიმართა და, რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო მატჩი "ვაშინგტონსა" და "პიტსბურგს" შორის. როცა ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, პირველ რიგში, თანამედროვეობის ორი ვარსკვლავის - ალექსანდრ ოვეჩკინისა და სიდნი კროსბის მუდმივი დუელი გვახსენდება. წელს აღნიშნული დაპირისპირება აშკარად კროსბის უპირატესობით მიმდინარეობს - ეს ამ გუნდების მეორე მატჩი იყო და "პიტსბურგმა" მეორედ მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ "პინგვინები" სტუმრის რანგში იყვნენ, მათ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაც სწრაფ გოლში გამოიხატა: პოლ მარტინმა ცისფერი ხაზიდან გაისროლა და ბრეიდენ ჰოლტბიმ რეაგირება ვერ
მოასწრო - 1:0.

ხუთი წუთის შემდეგ სტუმრებმა გააორმაგეს უპირატესობა. მალკინმა შესანიშნავი პასი მისცა ბო ბენეტს, რომელსაც უკვე აკრეფილი ჰქონდა სიჩქარე და ფორვარდს მცველთან ჭიდილში ზუსტი დარტყმა გამოუვიდა.

"ვაშინგტონი" მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობისას ახერხებდა აქტიურობას, თანაბარი შემადგენლობებისას კი "პიტსბურგის" უპირატესობა აშკარა იყო. პირველ პერიოდში დარტყმების შეფარდება იყო - 17:6 "ვაშინგტონის" სასარგებლოდ, მთლიანად მატჩში - 40:18. რომ არა ჰოლტბი, მასპინძლებისთვის ყველაფერი უფრო სავალალოდ დასრულდებოდა.

ანგარიში 2:0 დიდი ხანი დარჩა ძალაში - მეორე პერიოდის ბოლო წამებამდე, როცა კროსბიმ რიცხობრივ უპირატესობაში ზუსტი დარტყმით დაასრულა ულამაზესი კომბინაცია. მატჩს წერტილი მესამე პერიოდში ჯეიმს ნილმა დაუსვა და "პიტსბურგმა" დაამტკიცა, რომ სამართლიანად ლიდერობს მეტროპოლიტენის დივიზიონში.

რაც შეეხება ოვეჩკინს, მან ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა პრინციპულ მეტოქეს. რა თქმა უნდა, რუსი ვარსკვლავი ბევრს ცდილობდა, ჩვეულ ფინტებს ასრულებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მიზანში ვერ ახვედრებდა - მისი შვიდი დარტყმიდან კარში მხოლოდ ორი წავიდა, მაგრამ მარკ-ანდრე ფლერიმ ორივე მოიგერია.

ოტავა-მინესოტა 3:4
2:1, 0:2, 1:1
გოლები: 1:0 ტარისი-6 (მაკარტური-11), 1:1 პომინვილი-13 (პარიზე-9, მ. კოივუ-14), 2:1 ზიბანეჯადი-5 (გრანტი-2, კონდრა-4), 2:2 ბროდინი-4 (ჰიტლი-3, ფონტენი-1), 2:3 ჰიტლი-4 (მ. კოივუ-15, ბროდინი-5), 3:3 მ. მიხალეკი-4 (ზიბანეჯადი-2, ე. კარლსონი-15), 3:4 მ. კოივუ-5 (პარიზე-10, კოილი-4).

ვაშინგტონი-პიტსბურგი 0:4
0:2, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 პ. მარტინი-2 (კროსბი-17), 0:2 ბენეტი-1 (მალკინი-18, ნისკანენი-9), 0:3 კროსბი-11 (ჯ. ნილი-3, კუნიტცი-9), 0:4 ჯ. ნილი-2 (პ. მარტინი-7, მალკინი-19).

კალგარი-კოლამბუსი 1:2 (ო)
0:1, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ნ. ფოლინო-5 (უმბერგერი-7, ნიკიტინი-4), 1:1 კოლბორნი-2 (დ. ჯონსი-4, რასელი-9), 1:2 ნიკიტინი-1 (სავარი-6, ატკინსონი-4).

ანაჰაიმი-ნიუ ჯერსი 3:4 (ო)
1:2, 2:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ბელეკსი-1 (ლინდჰოლმი-5, პალმიერი-3), 1:1 ჟიდლიცკი-3 (ელიაში-5, გელინასი-5), 1:2 გელინასი-2 (ენრიკე-3, ელიაში-6), 2:2 ბონინო-6 (პენერი-10, ფაულერი-10), 3:2 გეტცლაფი-12 (პენერი-11, ბონინო-8), 3:3 იაგრი-8 (ელიაში-7, ზუბრუსი-5), 3:4 ზეიჯაკი-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დასავლეთი დომინირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული