NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კრის სტიუარტი კვირის ვარსკვლავია

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა “სენტ ლუის ბლუზის” მარცხენა ფრთა კრის სტიუარტი. ოთხ მატჩში მისი მონაგარი იყო ექვსი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა. სტიუარტმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი “ედმონტონთან” მატჩში, რომელშიც კარიერაში მესამე ჰეთ-თრიქი შეასრულა. 26 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 21 ქულა (13+8) აქვს 35 მატჩში.

მეორე ვარსკვლავი გახდა “პიტსბურგ პინგვინზის” ფორვარდი სიდნი კროსბი. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში რვა ქულა (2+6) მოდის. თავისი ლიდერის დახმარებით, “პიტსბურგმა” შვიდ მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. კროსბის ამ რეგულარულში 38 მატჩში 54
ქულა (20+34) აქვს, რითაც ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო “კოლორადო ეველანშის” ფორვარდმა მეტ დუშენმა. ის ყველაზე შედეგიანი ჰოკეისტი იყო გასულ კვირას: ოთხ მატჩში მან 9 ქულა (2+7) მიითვალა.

ბაფალო-ფინიქსი 2:1 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ჰანზალი-10 (მერფი-4, ტიმ კენედი-6), 1:1 ენისი-8 (გირგენსონსი-9), 2:1 პისიკი-1 (მოულსონი-12, ერჰოფი-11).

რეინჯერსი-ტორონტო 2:1 (ბ)
0:0, 0:0, 1:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 მიერი-2 (კრაიდერი-12, პულიო-6), 1:1 კადრი-11 (კლარკსონი-5, რაილი-10).
ბულიტები გაიტანეს: ცუკარელო (რეინჯერსი), სტეპანი (რეინჯერსი), ლუპული (ტორონტო).

ვაშინგტონი-ანაჰაიმი 2:3
2:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 გრაბოვსკი-11 (ბროუერი-9, ფერი-10), 2:0 ბექსტრიომი-9 (ჯ. კარლსონი-8, ბროუერი-10), 2:1 კოლიანო-10 (ს. კოივუ-6, ლინდჰოლმი-10), 2:2 ს. კოივუ-5 (ლავჯოი-8, კოლიანო-12), 2:3 ლინდჰოლმი-3 (გეტცლაფი-25, პერი-19).

კაროლინა-კოლამბუსი 3:4
1:1, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 ანისიმოვი-10 (ატკინსონი-9, დუბინსკი-17), 1:1 სკინერი-13 (ე. სტაალი-21), 1:2 ტროპი-1 (ლეტესტუ-12, ჯენერი-3), 2:2 სკინერი-14 (სიომინი-8, ჯ. სტაალი-8), 3:2 სიომინი-4 (ჯ. სტაალი-9, გერბე-9), 3:3 რ. იოჰანსენი-15 (ნ. ფოლინო-11, ლეტესტუ-13), 3:4 სკილი-4 (ანისიმოვი-8, ვიშნიევსკი-18).

ოტავა-პიტსბურგი 5:0
1:0, 1:0, 3:0
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-7 (სესი-1, გრინინგი-5), 2:0 რაიანი-17 (კ. ფილიპსი-11, ე. კარლსონი-26), 3:0 ე. კარლსონი-10 (მაკარტური-16), 4:0 ტარისი-9 (ე. კარლსონი-27, მაკარტური-17), 5:0 კონაჩერი-3 (სპეცა-19, მეტოტი-8).

დეტროიტი-აილენდერსი 0:3
0:3, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 ოკსოპო-12 (ტავარესი-26, ვანეკი-13), 0:2 გრაბნერი-5 (ბეილი-9, ნილსენი-17), 0:3 ჩიზიკასი-4 (მ. მარტინი-3, კოლინ მაკდონალდი-2).

ფლორიდა-ტამპა ბეი 1:6
1:1, 0:3, 0:2
გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-5 (ბარკოვი-10), 1:1 კილორნი-9 (ფილპულა-15, ჰედმანი-12), 1:2 ტ. ჯონსონი-9 (ჰედმანი-13, სან ლუი-20), 1:3 ფილპულა-13 (პურსელი-11, სან ლუი-21), 1:4 სან ლუი-16 (პალატი-8), 1:5 ჯ-ტ. ბრაუნი-3 (კუჩეროვი-1, კოტი-2), 1:6 ჯ-ტ. ბრაუნი-4 (კუჩეროვი-2, მეტიუ კარლი-13).

ფილადელფია-მინესოტა 4:1
2:1, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ლ. შენი-3 (ჰარტნელი-9, სიმონდსი-12), 2:0 სიმონდსი-9 (ვორაჩეკი-15, ჟირუ-23), 2:1 გრანლუნდი-3 (პომინვილი-9, რ. სატერი-22), 3:1 ჟირუ-10 (ქობურნი-4, ვორაჩეკი-16), 4:1 სიმონდსი-10 (ბ. შენი-13, გროსმანი-7).

ჩიკაგო-ნიუ ჯერსი 5:2
1:0, 2:1, 2:1
გოლები: 1:0 შარპი-17 (მარიან ჰოსა-17, ტეივზი-21), 1:1 ს. ჯონტა-2 (მერილი-2, ჯოზეფსონი-1), 2:1 პ. კეინი-22 (ლედი-13, ვერსტიგი-13), 3:1 ბიკელი-6 (საადი-15, კიტი-30), 3:2 რაიდერი-11, 4:2 შარპი-18 (მარიან ჰოსა-18, სიბრუკი-22), 5:2 ლედი-5 (სიბრუკი-23, საადი-16).

ნეშვილი-ბოსტონი 2:6
0:3, 1:0, 1:3
გოლები: 0:1 იგინლა-9 (ხარა-8, ლუჩიჩი-14), 0:2 ფრეზერი-1 (სოდერბერგი-13, სპუნერი-5), 0:3 რ. სმიტი-12 (სოდერბერგი-14, სპუნერი-6), 1:3 კ. სმიტი-9 (ს. ჯონსი-8, ელისი-9), 2:3 კ. სმიტი-10 (სპალინგი-7, შ. უებერი-12), 2:4 იგინლა-10 (კრეიჩი-25, კრუგი-11), 2:5 სოდერბერგი-5 (სპუნერი-7, რ. სმიტი-15), 2:6 მარჩანდი-8 (რ. სმიტი-16).

კალგარი-სტ ლუისი 4:3 (ბ)
0:1, 1:2, 2:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 შატენკირკი-5 (მოროუ-8, კ. სტიუარტი-9), 1:1 ჰუდლერი-11 (ბეკლუნდი-9, ჯორდანო-12), 1:2 შვარცი-11 (ბოუმისტერი-22, ტარასენკო-6), 1:3 პააიარვი-3 (ლაპიერი-3, კრაკნელი-2), 2:3 კამალერი-12 (ბირონი-5, ბეკლუნდი-10), 3:3 ჯორდანო-5 (ჰუდლერი-22, კამალერი-8).
ბულიტები გაიტანეს: კოლბორნი (კალგარი).

ედმონტონი-ვინიპეგი 6:2
2:1, 1:1, 3:0
გოლები: 1:0 ებერლე-12 (ჰემსკი-13, ფერენსი-4), 1:1 მ. სტიუარტი-2 (ო. იოკინენი-15, სეტოგუჩი-11), 2:1 სენ განიე-5 (ებერლე-19, შულცი-10), 2:2 ლედი-9 (ბაფლინი-21, ლიტლი-18), 3:2 პერონი-15 (ტ. ჰოლი-18, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-19), 4:2 პეტრი-3 (იაკუპოვი-8, პერონი-14), 5:2 ტ. ჰოლი-14 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-20), 6:2 იაკუპოვი-6 (ტ. ჰოლი-19).

ლოს ანჯელესი-დალასი 2:5
2:2, 0:1, 0:2
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-13 (კოპიტარი-20, დაუტი-14), 1:1 სეგუინი-19 (ჯეიმი ბენი-20, ფორტუნუსი-1), 1:2 ჯეიმი ბენი-(11), 2:2 სტოლი-5 (ჯასტინ უილიამსი-12, ლუისი-1), 2:3 ნიჩუშკინი-7 (სეგუინი-18, ჯეიმი ბენი-21), 2:4 იკინი-8 (გარბუტი-5), 2:5 ჰორკოფი-4.

სან ხოსე-კოლორადო 5:4 (ბ)
1:2, 2:0, 1:2, 0:0, 2:0
გოლები: 0:1 მაკინონი-8 (რ. ო'რაილი-12, ე. ჯონსონი-9), 1:1 დემერსი-2 (ჯ. ტორნტონი-33, ბერნსი-8), 1:2 ლანდესკოგი-10 (პ. შჩასტნი-13, პარენტო-13), 2:2 ბერნსი-10 (ჯ. ტორნტონი-34, ირვინი-8), 3:2 ირვინი-2 (დ. ბოილი-12, ვინგელსი-12), 3:3 ე. ჯონსონი-6 (რ. ო'რაილი-13, დუშენი-18), 3:4 მაკგინი-6 (მიტჩელი-9, ტელბოტი-7), 4:4 პაველსკი-15 (ჯ. ტორნტონი-35, ბერნსი-9).
ბულიტები გაიტანეს: კუტური (სან ხოსე), მარლო (სან ხოსე).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ბოსტონი 37 25 10 2 52
2. ტამპა ბეი 37 23 11 3 49
3. მონრეალი 38 22 13 3 47
4. დეტროიტი 39 17 13 9 43
5. ტორონტო 39 18 16 5 41
6. ოტავა 39 15 17 7 37
7. ფლორიდა 38 14 19 5 33
8. ბაფალო 37 10 24 3 23

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 39 27 11 1 55
2. ვაშინგტონი 37 19 14 4 42
3. ფილადელფია 37 17 16 4 38
4. რეინჯერსი 38 18 18 2 38
5. ნიუ ჯერსი 38 15 16 7 37
6. კოლამბუსი 37 16 17 4 36
7. კაროლინა 37 14 15 8 36
8. აილენდერსი 38 11 20 7 29

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო 39 26 7 6 58
2. სტ. ლუისი 36 24 7 5 53
3. კოლორადო 36 23 10 3 49
4. მინესოტა 39 20 14 5 45
5. დალასი 36 18 12 6 42
6. ვინიპეგი 39 16 18 5 37
7. ნეშვილი 37 16 17 4 36

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ანაჰაიმი 39 27 7 5 59
2. ლოს ანჯელესი 38 25 9 4 54
3. სან ხოსე 37 23 8 6 52
4. ვანკუვერი 39 22 11 6 50
5. ფინიქსი 36 19 10 7 45
6. კალგარი 37 14 17 6 34
7. ედმონტონი 39 12 24 3 27

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 54 (20+34)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 49 (22+27)
რაიან გეტცლაფი (ანა) 44 (19+25)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 42 (9+33)
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 41 (30+11)
კორი პერი (ანა) 41 (22+19)
ევგენი მალკინი (პიტ) 41 (9+32)
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 40 (5+35)
კრის კუნიტცი (პიტ) 39 (20+19)
ჯონ ტავარესი (აილ) 39 (13+26)

გოლები
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 30
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 24
პატრიკ კეინი (ჩიკ) 22
კორი პერი (ანა) 22
კრის კუნიტცი (პიტ) 20
სიდნი კროსბი (პიტ) 20
რაიან გეტცლაფი (ანა) 19
ტაილერ სეგუინი (დალ) 19
პატრიკ შარპი (ჩიკ) 18

პასები
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 35
სიდნი კროსბი (პიტ) 34
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 33
ევგენი მალკინი (პიტ) 32
დანკან კიტი (ჩიკ) 30
ერიკ კარლსონი (ოტა) 27
პატრიკ კეინი (ჩიკ) 27
ჯონ ტავარესი (აილ) 26
ტი-ჯეი ოში (ს-ლუი) 26

ჩემპიონთა ლიგა 1.5 მილიონით
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ჰოკეიში ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებას მიეძღვნა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამჟღავნდა ტურნირის ძირითადი მომენტები.

2014-15 წლების სეზონში, ახალ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა 40 გუნდი. ისინი 10 თანაბარ ჯგუფად დაიყოფიან. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები წრიული სისტემით ითამაშებენ (შინ და გარეთ პრინციპი).

სტარტი დაგეგმილია 2014 წლის 21 აგვისტოს. ჯგუფების ათი გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში მოხვდება. ტურნირის ჩემპიონი გაირკვევა ერთმატჩიან ფინალში, რომელიც 2015 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა ამა წლის მაისში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში გაიმართება. სავარაუდო თარიღი 21 მაისია. კლუბების განთესვა მოხდება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საკლუბო რეიტინგის მიხედვით იქამდე, სანამ ჩემპიონთა ლიგა საკუთარ რეიტინგს არ შექმნის.

რაც შეეხება ტურნირის მონაწილეებს, ლიგის 26 კლუბი-დამფუძნებელი A-ლიცენზიას მიიღებს, რაც მათ შეჯიბრებაში ოთხი წელი გამოსვლის გარანტიას მისცემს, იღონდ, ამ გუნდებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. ერთ-ერთი ასეთი პირობაა გუნდის მონაწილეობა ამ სეზონში თავისი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში.

დღეისთვის, ერთადერთი კლუბი-დამფუძნებელი, რომელიც ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს - შვედეთის "იურგორდენია". იმისთვის, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის უფლება მიიღოს, თავის ეროვნულ ჩემპიონატში ერთი კლასით მაღლა უნდა ავიდეს.

კიდევ 12 კლუბი მიიღებს B-ლიცენზიას. ესენი არიან ექვსი ქვეყნის ჩემპიონები და რეგულარული სეზონის გამარჯვებულები (შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, გერმანია, ავსტრია).

ასე რომ, კლუბების საერთო რიცხვი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლისთვის ლიცენზიას მიიღებენ, 31-დან 38-ის ფარგლებში იმერყევებს. ტურნირში დარჩენილ ადგილებს შეავსებენ კლუბები, რომლებიც "უაილდ-ქარდს" მიიღებენ. ჩემპიონთა ლიგის დროებითი საბჭოს თავმჯდომარის, ანდერს ტერნბომის თქმით, დამატებითი ადგილების მიცემას აპირებენ გუნდებისთვის, რომლებიც სხვა ლიგებს წარმოადგენენ. ამ მომენტისთვის, ასეთი ადგილებისთვის განაცხადები აქვთ შეტანილი ბრიტანეთს, ნორვეგიასა და სლოვაკეთს. კიდევ ერთ საგზურს შეუნახავენ კონტინენტალური თასის გამარჯვებულს.

ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 1.5 მილიონი ევრო იქნება. ეს თანხა შედგება არა კლუბების შენატანისგან, არამედ კომერციული უფლებების გაყიდვიდან. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ მომავალში ეს ფონდი მხოლოდ გაიზრდება.

რაც შეეხება კონტინენტალური ჰოკეის ლიგის კლუბებს, ანდერს ტერნბომის თქმით, რუსებმა მიიღეს მიწვევა ლიგაში, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზონ იგივე პირობებით, როგორიც სხვა ლიგის გუნდებისთვის არის დაწესებული. ამ მომენტისთვის, ლიგისა და კჰლ-ის კომიტეტები თანხმობამდე ვერ მივიდნენ. სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის პირველ სეზონში კჰლ არც ერთი გუნდით არ იქნება წარმოდგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კანადა ლუონგოს გარეშე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული