NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "სენტ ლუის ბლუზის" ფორვარდი იორი ლეჰტერა დაასახელა. მისმა გუნდმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და ლეჰტერას წვლილი ამაში მნიშვნელოვანია. მან გასულ შვიდ დღეში ოთხი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი დააგროვა.

ფინელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ბაფალოსთან" მატჩში, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლეჰტერა შვიდი მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს და ამ სერიისას 11 ქულა (5+6) მიითვალა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "მონრეალ კანადიენსის" მეკარე კორი პრაისი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. პრაისი საშუალოდ
მატჩში 1.33 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.0 პროცენტს იგერიებდა. მონრეალელს საუკეთესო მატჩი "ვინიპეგთან" ჰქონდა, როცა კარიერაში 26-ე "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნეშვილ პრედატორზის" ფორვარდმა ფილიპ ფორსბერგმა. ის გასული კვირის მეორე ბომბარდირი იყო ორი გატანილი გოლითა და სამი შედეგიანი პასით. 20 წლის შვედი ლიდერია გოლების (8), რიცხობრივ უპირატესობაში გატანილი გოლების (5), პასებისა (12) და ქულების (20) რაოდენობით წლევანდელი სეზონის დებიუტანტებს შორის.

რეინჯერსი-ტამპა ბეი 1:5
0:2, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 კუჩეროვი-7 (ტ. ჯონსონი-14, პალატი-9), 0:2 კელეჰანი- 7 (სტემკოსი-9, ფილპულა-13), 1:2 სან ლუი-7 (ბრასარი-9, სტეპანი-4), 1:3 სტემკოსი-12 (ფილპულა-14), 1:4 კილორნი-3 (ტ. ჯონსონი-15, პალატი-10), 1:5 კელეჰანი-8 (სტემკოსი-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული