ზამთრის სახეობები

ყინულის ჰოკეი

NHL. თვის მოთამაშეები: დუბნიკი, პრაისი, ოვეჩკინი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ თებერვლის სამი საუკეთესო ჰოკეისტი დაასახელა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "მინესოტა უაილდის" მეკარემ, დევან დუბნიკმა, რომელმაც 11 მატჩი მოიგო, აქედან სამ შეხვედრაში "შათაუტი" შეასრულა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. საშუალოდ ის 1.64 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.9 პროცენტს იგერიებდა. დუბნიკი "მინესოტას" პირველი ჰოკეისტია ისტორიაში, ვინც თვის პირველ ვარსკვლავად დასახელდა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსიც მეკარეს ერგო. ეს არის "მონრეალის" კარის დარაჯი კერი პრაისი, რომელმაც 9 მატჩი მოიგო და ორჯერ დამარცხდა. კანადელი საშუალოდ 1.34 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 94.9 პროცენტს
იგერიებდა.

თვის მესამე ვარსკვლავი გახდა "ვაშინგტონ კეპიტალზის" ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი. მან 14 მატჩში 10 შაიბა გაიტანა და თვის საუკეთესო გოლეადორი გახდა. სულ რუსის ანგარიშზე 17 ქულა მოდის.

* * *
გარდა ამისა, დასახელდა თვის საუკეთესო ახალბედა. ეს გახლავთ "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდი ანდერს ლი.

24 წლის ჰოკეისტმა 15 მატჩში 15 ქულა (7+8) დააგროვა, სულ კი რეგულარული ჩემპიონატის 58 მატჩში 33 ქულა (20+13) აქვს მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით რეგულარული ჩემპიონატის ყოველ თვეს ლიგა სხვადასხვა დებიუტანტს ასახელებდა ლაურეატად: ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით ეს მოთამაშეები იყვნენ - ტანერ პირსონი, ფილიპ ფორსბერგი, ჯონი გოდრო და ჯონ კლინგბერგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: