დღის კარიკატურა: ჰოკეიც ჩვენი თამაშია?!

AutoSharing Option
ქართველებს ოდითგანვე გვიყვარდა სპორტის ის სახეობები, სადაც ბრძოლაა საჭირო. ზღაპრებიც გვასწავლიდნენ, თუ ვინმემ რამე წაგართვათ, გაიდეთ მხარზე კომბალი და დანაკარგი აინაზღაურეთო.

თუმცა კომბლეს ზღაპარში ყველაფერი იოლადაა, სინამდვილეში კი სპორტის ისეთ ვაჟკაცურ სახეობას, როგორიც ჰოკეია, დიდი ხელშეწყობა სჭირდება. მხოლოდ ყვანჯის მხარზე გადება საკმარისი არ არის...

საქართველოში ყინულის ჰოკეის ერთი მოედანიც არ გვაქვს, მაგრამ გვყავს ნაკრები, რომელიც ქვედა ეშელონში ბევრს სჯობს: თურქეთში დასრულებულ მესამე დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ბოსნია, სამხრეთი აფრიკა, ლუქსემბურგი და ჰონკონგი. მხოლოდ მასპინძელ თურქებთან განიცადეს დასანანი
მარცხი - 4:5.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა

წარმატებები ქართულ ყინულის ჰოკეის!!!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამო შEგეცილები
amos
09 აპრილი 2016 02:10
0
ქართულ ფეხბურთს მაინც ჯობს ჰოკეი ჯობია ფეხბურთზე დროის და ფულის ხარჯვას უფრო პერსპექტიული სახეობები განვავითაროთ
ამო
08 აპრილი 2016 18:39
0
რატომ შეწუხდით ბატონო ვაჟა? რა საჭირო იყო ამდენი ინფორმაციის მოგროვება? ან ასეთი ძირეული და ყოვლისმომცველი განხილვა ქართული ჰოკეის რეალობის რა აუცილებელი არის? მხოლოდ სურათი უდრის ათას სიტყვას!
გრეცკი
08 აპრილი 2016 17:17
0
პირველ რიგში მადლობა სტატიისათვის!
"# საქართველოში ყინულის ჰოკეის ერთი მოედანიც არ გვაქვს..."
გვაქვს!!! ბათუმის ყინულის სასახლე, რომელიც ოლიმპიური სტანდარტისაა, ზუსტად ამ მოედანზე გაიარა ამ ნაკრებმა შეკრება მსოფლიოს წინ.
მამუკა
08 აპრილი 2016 15:49
0
ერთი შემადგენლობა დაასახელეთ და მერე ვნახოთ ვისი ნაკრებიაააა...
დათა
08 აპრილი 2016 15:47
0
1-მა კანადელმა მითხრა, სამხრეთის ქვეყნებში რაგბი ვითარდება და ჩრდილოეთში ჰოკეიო. 2-ვე ლამაზი და მებრძოლი სპორტის სახეობაა. წარმოუდგენლად რთულია, მარა მაინც იმედი მაქვს განვითარდება ჰოკეი ჩვენთან.
giga
08 აპრილი 2016 14:42
0

სიახლეები პოპულარული