U23. ევროპის ჩემპიონატი: ლუკა ღაღანიძე რაპირაში შემდეგ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
ქალაქ პლოვდივში, ბულგარეთში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მიმდინარეობს.

შეჯიბრების მესამე დღეს ტურნირში რაპირით ფარიკაობაში მოასპარეზე კაცები ჩაერთნენ.

ლუკა ღაღანიძემ 6 შეხვედრიდან 4-ში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 1 შეხვედრაში გამარჯვება შეძლო ლაშა გალუაშვილმა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

მალე კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული