#ვითიბისპორტი

ფარიკაობა

ევროპის ჩემპიონატი: დღეს ქართველი მოფარიკავეები მედლებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
19 ივნისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ევროპის ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკავე ქართველი ვაჟები გამოვლენ.

19 ივნისი ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო დღე იქნება, 20 ივნისიდან უკვე გუნდური ასპარეზობა დაიწყება.

61 საუკეთესო ევროპელ მოფარიკავეს შორის 4 ქართველია: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ნიკა შენგელია.

ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ქართველი მოფარიკავეების მეტოქეები გაირკვნენ.

ნიკა შენგელია (20 წლის, FIE-ს რეიტინგი N87) - კამილ იბრაგიმოვი (რუსეთი, 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N6), ტომ საიტცი (საფრანგეთი, 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N31), მატიას შაბო (გერმანია, 27 წლის, FIE-ს რეიტინგი
N40), ჟიულ-ემილი დე ვისშერი (ბელგია, 23 წლის, FIE-ს რეიტინგი N160), მიხალის კირიმლიდისი (ირლანდია, 33 წლის, FIE-ს რეიტინგი N343), ნიკოლას მატიაში (პორტუგალია, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N430)

მიხეილ მარდალეიშვილი (25 წლის, FIE-ს რეიტინგი N47) - ლუკა კურატოლი (იტალია, 24 წლის, FIE-ს რეიტინგი N7), ანდრას სზატმარი (უნგრეთი, 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N23), ბიოერნ ჰუებნერი (გერმანია, 33 წლის, FIE-ს რეიტინგი N94), არტიომ ნოვიკაუ (ბელორუსი, 23 წლის, FIE-ს რეიტინგი N182), ჰაკან ილდირიმი (თურქეთი, 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N306), პაველ ბერანი (ჩეხეთი, 35 წლის, FIE-ს რეიტინგი N441)

სანდრო ბაზაძე (25 წლის, FIE-ს რეიტინგი N12) - ვინსენ ანსტეტი (საფრანგეთი, 36 წლის, FIE-ს რეიტინგი N21), ჯეიმს ჰონიბონი (დიდი ბრიტანეთი, 28 წლის, FIE-ს რეიტინგი N50), იური ცაპი (უკრაინა, 27 წლის, FIE-ს რეიტინგი N89), სიარჰეი კისელი (ბელორუსი, 24 წლის, FIE-ს რეიტინგი N200), ინაკი ბრავო (ესპანეთი, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N277), პეტარ კოსტადინოვიჩი (სერბეთი, 24 წლის, FIE-ს რეიტინგი N488)

ბექა ბაზაძე (29 წლის, FIE-ს რეიტინგი N66) - ტიბერიუ დოლნიჩეანუ (რუმინეთი, 31 წლის, FIE-ს რეიტინგი N17), ენრიკო ბერე (იტალია, 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N18), ენვერ ილდირიმი (თურქეთი, 23 წლის, FIE-ს რეიტინგი N63), არტემ ზანინი (ლიეტუვა, 32 წლის, FIE-ს რეიტინგი N209), სეპ ვან ჰოლსბეკი (ბელგია, 31 წლის, FIE-ს რეიტინგი N237)

ჩვენი მოფარიკავეები ასპარეზობას 15:00 საათიდან დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველ მოფარიკავეებს მედალი ჯერ არ მოუპოვებიათ, თუმცა დღეს ამის კარგი შანსი აქვთ.

altევროპის ჩემპიონატი. ფარიკაობა: მედლები ვერც ქართველმა ქალებმა მოიპოვეს

altევროპის ჩემპიონატი: რაპირაში მედლების გარეშე დავრჩით


Sportall.Ge