სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

AutoSharing Option
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

1/2-ფინალში სანდრო რუსეთის წარმომადგენელთან, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოსპრიზიორთან, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორთან, 25 წლის კამილ იბრაგიმოვთან, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა, 11:15 დამარცხდა და მესამე პოზიცია დაიკავა.

ბაზაძემ იქამდე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12, უნგრელ ტამაშ დეკშის 15:8, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ სზატმარის 15:10 სძლია და მთლიანობაში ტურნირზე 9 მეტოქეს მოუგო.

ბაზაძე მიჯრით მესამედ გახდა ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძლიერია ბაზაძე იბრაგიმოვზე და ევროპის ჩემპიონ ცაცია რუსზეც სწრაფია იბრაგიმოვისთვის უნდა მოეგო და ნოვოსიბირსკელსაც მოერეოდა..ეხ ნუგზარ ასათიანის ნაირი ჩემპიონები როდის გვყოლება....
Me var avad musaipi
20 ივნისი 2019 11:43
0
კადრები მაინც დადეთ საინტერესოა მაგის წესები.
ddgfdf
20 ივნისი 2019 02:44
0
Qართველო -ხმლით ქნევის წესებია არაფერი რთულად ზედმეტი მსაჯობა ფრანგული ტერმინოლოგიით.ჩვენი წინაპრები ოცდაოთხ საათს იქნევდენ სამკვდრო სასიცოცხლოდ ამ ცივ იარაღს შეტევისას მოწინააღმდეგეზე დასწრებით უნდა აჩეხო ან უჩხვლიტო მასვე და დაცვისას კი იარაღით დაცვის შემდგომ რვამდე დაწცვის სამოქმედო წესით,უნდა დაასწრო იგივე ჩხვლეტა ან ჩეხვა .ეს წამებში ხდება და სანახაობრივად, სამკვდრო სასიცოცხლო შეტაკება ყველა საუკუნეში თვალისთვის დაუნახავი იყო და არის და კინოს დროს რომ გვატყვილებენშენელებული ვარიანტებით ჭიდაობების და ფარიკაობის და ფეხბურთ რაგბიში და რომ ვტყუვდებით აღტაცებებითაუჰ რა მაგრები არიანო...სინამდვილეში ვერაფერიც ვერ არიან - რიგითი არტისტებია.რეალურ სპორტში დიდი სისწრაფეები და გამძლეობაა საჭირო და სრაფადაც ხდება მოგება წაგება და ექსტრა კლასის სპორტსმენები კი მართლა მაგრებია. Xმალაობა კი -ესპადრონზე ფარიკაობა ერთ ერთი უსრაფესი სახეობაა სპორტში ელეკტრონიკის ფიქსირფება თვალით დაუნახავი ჭრის-ტუშეს სისწრაფე.აი მოკლედ წესები მოგებ წაგებისა ჩვენი წინაპრებისთვის, სიკვდილ- სიცოცხლისა. Mაგრამ ჩვენმა უსწავლელმა ჟურნალისტებმა დივიდენდების აღების მეტი რომ არა რა არ იციან, რა აუხსნან ?ქართველ გულშემატკივარს.... ან რას აუხსნიან თვითონაც რომ...?
Me var avad musaupi
20 ივნისი 2019 12:41
0

სიახლეები პოპულარული