#ვითიბისპორტი

ფარიკაობა

მერაბ ბაზაძე: მსაჯის შეცდომის გამო ვერ მოვხვდით ოთხეულში

AutoSharing Option
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლის შესახებ. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა.

"გუნდმა ძალიან წარმატებულად იასპარეზა. საუკეთესო ოთხეულში შესასვლელად იტალიის ნაკრებთან ვიფარიკავეთ. იტალია ფარიკაობაში მიღწეული შედეგებით მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანაა. მათთან თანაბარ ბრძოლაში მსაჯის შეცდომის გამო 1 ჩხვლეტით დავთმეთ შეხვედრა" - განაცხადა ბაზაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზიის მისაღებად საუკეთესო 4-ეულში შესვლა სჭირდებოდა, იტალიასთან კი მეოთხედფინალში დავმარცხდით. თუმცა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
სარჩელის შეტანას აპირებს და რუმინელი მსაჯის დასჯას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ