#ვითიბისპორტი

ფარიკაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელშიც 118 ქვეყნის 1071 მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას.

პირველ დღეს ბუდაპეშტის BOK Sportcsarnok-ში დაშნით მოასპარეზე ქალები და ხმლით მოასპარეზე კაცები გამოვლენ.

ორივე სახეობაში 64 მოფარიკავე გამოვლინდება, მათ რეიტინგის 16 საუკეთესო სპორტსმენი შეუერთდება და მედლებისათვის ბრძოლას უკვე 18 ივლისს გააგრძელებენ.

პირველი საფარიკაო ბილიკზე მაია გუჩმაზოვა გამოვა. ჯგუფური ეტაპი, რომელშიც 176 მოფარიკავე ჩაებმება, საქართველოს დროით 11:00-ზე დაიწყება.

მაიას მეტოქეები ჯგუფში არიან: ალექსანდრა ზამაჩოვსკა (პოლონეთი, FIE N27), მალიკა ხაკიმოვა (უზბეკეთი, FIE N67), ალექსან ვერეტი (კანადა,
FIE N113), კინგა ნაგი (უნგრეთი, FIE N203), კატერინა დოსკოვა (ჩეხეთი, FIE N327), ლინ ალკუბი (იორდანია, FIE N584).

ხმლით მოასპარეზე კაცები ბილიკზე 15:00-დან გამოვლენ. სანდრო ბაზაძე, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-13 ადგილზეა, პირდაპირ ძირითად ბადეშია და ასპარეზობაში 18 ივლისს ჩაებმება.

მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია კი ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ. გაგაცნობთ მათ მეტოქეებს:

მიხეილ მარდალეიშვილი: გიბრან ზეა (მექსიკა, FIE N96), კლაივ იანგ ლეუ (სინგაპური, FIE N239), ანდრეი იაგოდკა (უკრაინა, FIE N33), არნე დე რიდერი (ბელგია, FIE N126), პანჩო პასკოვი (ბულგარეთი, FIE N-), ჰაკან ილდირიმი (თურქეთი, FIE N207)

ბექა ბაზაძე: ბენედიქტ ვაგნერი (გერმანია, FIE N18), ოლექსეი სტატსენკო (უკრაინა, FIE N69), კირილ კირპიჩოუ (ბელორუსი, FIE N160), ალექსანდრ დუგლასი (ავსტრია, FIE N163), ჰამიშ ბალმერი (ახალი ზელანდია, FIE N465), იან დოლეზალი (ჩეხეთი, FIE N466)

ნიკა შენგელია: კონსტანტინ ლოხანოვი (რუსეთი, FIE N29), ტანჰ ან ვუ (ვიეტნამი, FIE N52), რაფაელ ვესტერნ რეიესი (პუერტო რიკო, FIE N88), ფრანჩესკო დე რობიო (ხორვატია, FIE N199), მარიო ალბერტო პალასიოს მურილიო (კოლუმბია, FIE N283), კრისტიან კრესპო (ვენესუელა, FIE N-)

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური


Sportall.Ge