გილოცავთ! - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში FIE-ს რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი საფრაგეთი დაამარცხა.

საქართვეოს ნაკრებმა მეტოქე 45:42 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი სანდრო ბაზაძეს მიუღვის, რომელმაც ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვა და შემდეგ გამარჯვების ქულები მოუტანა საქართველოს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები მიმდიანრე მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა და ასპარეზობას უკვე 21 ივლისს განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს გასული წლის შემოდგომაზე ალჟირში შეხვდნენ და მაშინაც საქართველოს ნაკრებმა (45:43) მოიგო.

საფრანგეთმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 1/32-ფინალში ავსტრალიას იოლად 45:18 მოუგო.

აქვე გეტყვით,
რომ დღეს გაიმართა ინდივიდუალური შეჯიბრება რაპირასა და ხმალში.

რაპირაში ჩვენი ვაჟები ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი გამოვიდნენ.

ლუკა 1/32-ფინალში ეგვიპტელ ალაელდინ აბუელკასენთან 4:15 დამარცხდა. ხოლო ლაშამ სამხრეთკორეელ ჯუნ ჰეოსთან 7:15 წააგო.

ხმალში ჩვენმა გოგონებმა თეოდორა კახიანმა და ლიკა ჯიჯეიშვილმა 1/16-ფინალში იასპარეზეს. სამწუხაროდ კახიანი ჩინელ იაქი შაოსთან ანგარიშით 12:15 დამარცხდა, ხოლო ჯიჯეიშვილმა უკრაინელ ოლგა ხარლანთან ანგარიშით 9:15 წააგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირველ წრეში ავსტრალიას მოვუგეთ,მეორესი კი საფრანგეთს.დიდი იმედი მაქვს,რომ კიდევ წავიწევთ წინ.ბიჭები კარგად არიან შეკრულნი.ყოჩაღ ბიჭებო,გილოცავთ და ასეთივე განწყობით განაგრძეთ.მედლებზე უნდა ვიბრძოლოთ.ვიცი რომ შეგიძლიათ და მზადაც ხართ.
სოსო
20 ივლისი 2019 21:06
0
ყოჩაღ და წარმათებით. ერთი ეს გადამითარგმნეთ ვერ გავიგე ვინ ვის:

"საფრანგეთმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 1/32-ფინალში ავსტრალიას იოლად 45:18 მოუგო."
niko
20 ივლისი 2019 18:10
1
მაგარი ბიჭები!!! ყოჩაღ!!!
დათო
20 ივლისი 2019 17:19
0
გუჩმაზოვა რას შვრება? ;)
გელა
20 ივლისი 2019 16:55
0
გაიხარე გელა, ჩაგეთვალა, მეც მაგის შემდეგ დავინტერესდი ამ სპორტის სახეობით:)))))) ისე კი წარმატებები საქართველოს ყველა სპორტის სახეობაში, თუნდაც ჩემთვის საერთოდ არასაინტერესოსი!
llcl
20 ივლისი 2019 18:21
0
გუჩმაზოვა ფინალშია...
გია
20 ივლისი 2019 18:03
0

სიახლეები პოპულარული