ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/georgianfencing

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები, მეოთხედფინალში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან, იტალიასთან 33:45 დამარცხდა და მედლებისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქართველმა მოფარიკავეებმა ბრძოლა მე-5-მე-8 ადგილებისათვის განაგრძეს. პირველ შეხვედრაში ირანის გუნდთან 42:45 დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა რუმინელების დამარცხება (45:33) მოახერხეს და შეჯიბრება მე-7 ადგილზე დაასრულეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 22 ივლისს საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები იასპარეზებს. T16-ში, თბილისის დროით 16:00-ზე, თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ ბუდაპეშტში ინივიდუალური
ასპარეზობის დასრულების შემდეგ FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორის ფედერაცია) რეიტინგები განაახლა. გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქართველი მოფარიკავეების პოზიციებს:

ხმალი, კაცები:
8. სანდრო ბაზაძე
47. მიხეილ მარდალეიშვილი
73. ბექა ბაზაძე
112. ნიკა შენგელია

ხმალი, ქალები:
67. თეოდორა კახიანი
79. ლიკა ჯიჯეიშვილი
212. დარია ანტონოვა

რაპირა, კაცები:
108. ლუკა ღაღანიძე
110. ლაშა გალუაშვილი

დაშნა, ქალები
200. მაია გუჩმაზოვა

Sportall.Ge

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები, მეოთხედფინალში მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ნაკრებთან, იტალიასთან 33:45 დამარცხდა და მედლებისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქართველმა მოფარიკავეებმა ბრძოლა 5-8 ადგილებისათვის განაგრძეს. პირველ შეხვედრაში ირანის გუნდთან 42:45 დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა რუმინელების დამარცხება (45:33) მოახერხეს და შეჯიბრი მე-7 ადგილზე დაასრულეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 22 ივლისს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები იასპარეზებს.

T16-ში, თბილისის დროით 16:00, თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ბუდაპეშტში ინივიდუალური ასპარეზობის დასრულების შემდეგ, FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორის ფედერაცია) რეიტინგები განაახლა. გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქართველი მოფარიკავეების პოზიციებს:


ხმალი კაცები:
8. სანდრო ბაზაძე
47. მიხეილ მარდალეიშვილი
73. ბექა ბაზაძე
112. ნიკა შენგელია


ხმალი ქალები:
67. თეოდორა კახიანი
79. ლიკა ჯიჯეიშვილი
212. დარია ანტონოვა
რაპირა კაცები:
108. ლუკა ღაღანიძე
110. ლაშა გალუაშვილი


დაშნა ქალები
200. მაია გუჩმაზოვა


მომზადებულია facebook.com/pg/georgianfencing-ის მიხედვით

სიახლეები პოპულარული