სფფ ერთა ლიგაზე მიღებულ 300 ათას ლარს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ერთა ლიგაზე მიღებულ ფულად ჯილდოს სამ ორგანიზაციას გადასცემს, რომლებიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან - ამის შესახებ UEFA-ს Facebook-გვერდზე ვკითხულობთ.

ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფის მოგებისთვის საქართველოს ნაკრებს 300 000 ლარის ოდენობის ჯილდო ერგო, რომელიც სამმა ორგანიზაციამ - "ციცინათელას ქვეყანა", "ბერი ანდრია პირველწოდებულის ფონდი" და"საქართველოს სოლიდარობის ფონდი" - მიიღო.

"ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა.

ავირჩიეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არაერთი წელია
ფუნქციონირებენ და კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან.

მჯერა, რომ ყველა ინსტიტუტის საქმიანობისა და მთლიანად საზოგადოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის სოციალური სარგებელი, რომელიც მათ შეუძლიათ გაიღონ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება", - ციტირებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს UEFA-ს გვერდი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე, 16 ქულით დაასრულა და ნახევარფინალურ შეხვედრაში 2020 წლის გაზაფხულზე ბელორუსს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Statia rom kitxulobt kargad gaanalizet xolme , saqartvelos nakrebtan ertad miigo romfondshi casuliyo es fuli romelic uefam da arasaxelmcifom gadmouricxa qvelmoqmedebas aketeben ratom aketebeno ar aketeben da ratomar exmarebian gachirvebulebso, :-):-):-):-):-) nel nela ketdeba yvelaferi mara nakrebis ganvitarebas ver vxedav bevr usamartlobas vxedav ar gamodzaxebuli fexburtelbs damxolod upraktiko da ugundo axal morchenili tranvirebulebis nakrebi ar unda gvyabdes
Va-Le
27 მაისი 2019 23:41
1
არაპოულარული კომენტარი მინდა გავაკეთო, რისთვისაც შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ქველმოქმედება კარგია, თან როცა კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხება კიდევ ორმაგად საჭიროა და მისასალმებელი. თუმცა იმ ფონზე როცა ფეხბურთის ფედერაცია თვითონ ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხხვისი დახმარების საშუალება აქვს? თუ მარტო პიარზე ვართ გადამდგარი. ნუ რა ვიცი შეიძლება მე ვცდები.
მამუკა
27 მაისი 2019 16:48
2
ამას ხომ არ აჟრიალებს, წადი ფეხბურთს მიხედე, ბავშვთა ფეხბურთს დაეხმარე ან სტადიონები ააშენე, მილიონი დასახმარებელია ფეხბურთში. საქველმოქმედო ფონდია თუ ფედერაცია?
Free
27 მაისი 2019 16:35
4
რა საქველმოქმედო ტორპედო იხურება ბავშვების ფეხბურთი დააფინანსეთ რო უფასო გახდეს კარგით რა
ქარ
27 მაისი 2019 16:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული