ეროვნული ლიგა. XVI ტური: "ტორპედომ" "დილასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში "ტორპედოსა" და "დილას" მატჩი 3:3 დასრულდა.

დებიუტში მასპინძელთა მეკარე კვასხვაძეს შეცდომა დააშვებინა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გოშთელიანმა და ანგარიში გახსნა, თუმცა ამის შემდეგ ქუთაისელები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანეს. ჯერ ნონდიმ საკუთარ საჯარიმოში ქავთარაძე მოცელა და თერთმეტმეტრიანი ზივზივაძემ გამოიყენა, მერე ზივზივაძემ დოლიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატში მეათე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში გორელებმა კოუგბენიას და ნონიკაშვილის გოლებით ანგარიში
გაათანაბრეს. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - დილა 3:3
გოლები: 0:1 გურამ გოშთელიანი (3), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (8, პენ), 2:1 გრიგოლ დოლიძე (12), 3:1 ბუდუ ზივზივაძე (45+1), 3:2 დიდიე კოუგბენია (72), 3:3 ლევან ნონიკაშვილი (74)

ტორპედო (4-1-4-1): როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა (თენგიზ წიქარიძე 72), გრიგოლ დოლიძე (რიჩარდ ლუკა 67), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დილა (3-4-2-1): ლუკა გუგეშაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი (კ), ზაურ კერელეიშვილი (ლევან ნონიკაშვილი 46), ერიკს სანტოსი (ფელიპე პაიმი 60), თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი, დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია, გურამ გოშთელიანი (ნუგზარ სპანდერაშვილი 70)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრე გული მომდიოდა ჩაჩავაზე,მაგრამ ეხლა ვეთანხმები,დასაშლელია ეს გუნდი,ამხელა ხელფასები აქვთ და შარშანდელი ტორპედოს აჩრდილებიც არ არიან.კვასხვაძე და დაცვა უსუსტეს გახდნენ.ნახევარდაცვამ და თავდასხმამაც მოუკლეს.ზოგადად გუნდში კონკურენციამ იკლო შარშანდელტან შედარებით და გუნდმაც მოუკლო.ფაქტები გინდატ?აგერ ფაქტებიც1)---2019წლის 16 თამაშში გუნდმა გაუშვა-16 ბურთი.შარშან 2018-ში კი=36 თამასში მხოლოდ-25 ბურთი.წელს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან ,თორპედოზე მეტი ბურთი. მხოლოდ რუსთავმა-29 და სიონმა- 33 გაუშვეს. 2)შარშან გუნდს 36 თამასში სულ-7 წაგება ჰქონდა.ამჟამად კი უკვე 5 ის წაგება მოახერხა.2017 წელს კი მხოლოდ -6 წაგება ჰქონდა.ამ მცირე მაგალითებიდანაც კარგად ჩანს რომ გუნდიბ დაღმავალ გზაზეა,გასულ წლებთან შედარებით და სითუაცია დროზეა გამოსასწორებელი.ჭინააღმდეგ სჰემთხვევაში ევრო სარბიელზეც შევრცხვებიტ და ეროვნულ ჩემპიონატშიც სამეულს მიღმა დავრჩებით.ესაა რეალობა და ამის წაკითხვის შემდეგ ვინც კიდევ დისლაიქს დასვამს,ამით ის თავის თავს დაუსვამს დიაგნოზს,რომ მასთან კამათს აზრი არ აქვს. ხოლო ვისთან არ კამათობენ? სწორი ბრძანდებით---ფანატიკოსებთან და გიჟებთან.
mamulo
23:24 28-05-2019
4
მართალია!!! უნდა მორჩეს გაუთავებელი საუბრები ფულზე და ხელფასზე!!! ვისაც არ უნდა თამაში წავიდეს!!!
ანზორი
09:52 29-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული