ლევან მჭედლიძე - "ემპოლის" მუდმივი საზაფხულო დილემა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა pianetaempoli სეზონის დასრულების შემდეგ საუბრობს "ემპოლის" შემადგენლობაზე მომავალ სეზონში და აქვეყნებს პროცენტულ შეფასებას, თუ რამდენია თითოეული ფეხბურთელის გუნდში დარჩენის შანსი.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლი" სერია A-დან გავარდა და მომავალ წელს სერია B-ში მოუწევს ასპარეზობა.

გუნდს კარგი ფეხბურთელები დატოვებენ, რომლებზეც მოთხოვნა სერია A-ს კლუბებიდან არის; ზოგსაც კონტრაქტი ამოეწურება ან იჯარა დაუმთავრდება. თუმცა, როგორც იტალიელები წერენ, ლევან მჭედლიძე ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას განსაკუთრებული პერსონა იყო და ახლაც ასე იქნება.

გამოცემა ლევანის "ემპოლიში" დარჩენის შანსებს 25%-ით აფასებს და წერს:

"ლევან მჭედლიძე ზაფხულის სატრანსფერო
ფანჯრის მუდმივი დილემაა. თითქოს ფეხბურთელი წასასვლელად ემზადება, თითქოს მისთვის გამოსამშვიდობებელ წერილს ამზადებენ, მაგრამ მერე უცებ... ეს წელი ლევან მჭედლიძის იქნება..."

ლევან მჭედლიძე "ემპოლიში" 2010 წლიდან ასპარეზობს. იტალიური კლუბის რიგებში 9 სეზონში (თუმცა წინა სეზონი სრულად გამოტოვა) 17 გატანილი გოლი აქვს.

წელს სერია A-ში 197 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია. საუკეთესო სეზონი 2016/17 წლებში ჰქონდა, როცა სერია A-ში მოედანზე გატარებულ 947 წუთში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, როცა კარგ ფორმაში შევიდა, სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, რომელიც შეუძლებელია დავთვალოთ, თუ რიგით მერამდენე იყო.

29 წლის ლევანს ეროვნულ გუნდში 2 გოლი აქვს გატანილი. პირველად 2008 წელს შოტლანდიას გაუტანა, უკანასკნელად კი ლუქსემბურგს - 2012 წელს. ის ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში გამოიძახა გიბრალტარისა და დანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმის დინამოში გადადისო დადის ხმები.
vaxo
11:27 30-05-2019
0
10 წელიწადში ნაკრებში (2) და ემპოლში (17) უბრალოდ კატასტროფაა, კარგ თავდამსხმელს 1 სეზონში გააქვს მაგდენი, საშუალო დონის თავდამხმელს 2 სეზონძი მაქსიმუმ :(
iuri
15:51 29-05-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული