მოსკოვის "სპარტაკი" ქართველ თავდამსხმელს იმატებს?

AutoSharing Option
რუსული გამოცემა championat-ი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკი" ქართველ თავდამსხმელ ნიკოლოზ ქუთათელაძეს შეუთანხმდა.

18 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო გზა პრაღის "სპარტადან" დაიწყო. შემდეგ "ლილის" აკადემიაში გახლდათ, ხოლო 2016 წლიდან პსჟ-ის სისტემაში თამაშობდა სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში.

გასულ ზამთარში ქუთათელაძემ პსჟ-ის ახალგაზრდული გუნდი დატოვა და მახაჭყალის "ანჟისთან" უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა "ანჟის" ფეხბურთელების დამატება აუკრძალეს და ნიკოლოზიც უგუნდოდ დარჩა.

იანვარში ქუთათელაძემ მონაწილეობა მიიღო კიევის "დინამოსა" და "ტობოლის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, თუმცა უკრაინულ გუნდში არ დარჩა.

ახლა კი, მოსკოვის "სპარტაკში" ჩარიცხვამდე
მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა.

მოსკოვის "სპარტაკმა" კი რუსეთის პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" კიდევ ერთი ქართველი ჯანო ანანიძე ირიცხება. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით "კრილია სოვეტოვში" გაატარა და ამჟამად ტრავმირებულია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღა ამ სპარტაკში ეტენებიან. კავაზაშვილის გარდა, რომელმა ქართველმა გაიხარა?
Alexandre
29 მაისი 2019 17:52
3
ჯერ ტორპედოში, მერე სპარტაკში
gela
29 მაისი 2019 18:20
0
Kavazashvili Spartakshi iyo tu Torpedoshi!?
GEORGIAN FCDB
29 მაისი 2019 18:13
0
ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რას ეტენები ამ სპარტაკს, მითუმეტეს ევროპაში ხარ ნათამაშები.
ვასო
31 მაისი 2019 16:43
0
მეორე მიხეილ მესხი მგონი ორგზის სსრკ-ს ჩემპიონიაპსრტაკის რიგებში
29 მაისი 2019 23:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული