#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

საქართველო-გიბრალტარის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო-გიბრალტარი, ბილეთების ონლაინრეჟიმში გაყიდვა დღეს, 30 მაისს დაიწყო.

გულშემატკივარს შეუძლია 4 სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა. ბილეთთა ფასები კი ასეთია: 5, 10, 15 და 25 ლარი.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება. მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს და ის 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

altროგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მომავალ ორ შეხვედრას

ასევე დაგაინტერესებთ