ეროვნული ლიგა. XVII ტური: "დილა" - "დინამო" (თბ) 2:3 - მატჩი პერმანენტული შეცდომებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე 3:2 დაამარცხა "დილა".

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის მცველებმა უამრავი უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, რაც ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისთვის დაუშვებელია და მათი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

დებიუტში შენგელიამ "დინამო" დააწინაურა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კუტალიას მიერ ჩაწოდებულ ბურთზე მეურვეს დაასწრო და ბურთს გუგეშაშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მე-18 წუთზე კი კოუგბენია სტუმართა გუნდის მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, გორული გუნდის ფეხბურთელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ჯერ ნაკუთხურალი ბურთი მეჯუბიმ მეტოქის
კარში გადაგზავნა, რაშიც ხელი ვერ შეუშალეს, შემდეგ კი ივანისენიას გადაცემისას შენგელიამ  თავისუფალი დერეფანი გამოიყენა და 1:3.

შესვენების შემდეგ ნინიკაშვილმა კუთხური ჩააწოდა, პაიმს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ანგარიში 2:3 გახდა. დარჩენილ დროში მასპინძლები უშედეგოდ ცდილობდნენ ფრის მიღწევას და დამარცხდნენ.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - დინამო (თბ) 2:3
გოლები: 0:1 ლევან შენგელია (5), 1:1 დიდიე კოუგბენია (18), 1:2 აბდელ მეჯუბი (21), 1:3 ლევან შენგელია (39), 2:3 ფელიპე პაიმი (49)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ) (ზაურ კერელეიშვილი 46), დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი (ისიფუ ლემპტი 84), ლევან ნონიკაშვილი, გურამ გოშთელიანი (ნუგზარ სპანდერაშვილი 69), ფელიპე პაიმი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი (დავით კობოური 83), აკაკი შულაია (გიორგი კუხიანიძე 88), გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა (ბაქარ ქარდავა 59), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული