ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ

AutoSharing Option
6 ივნისს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ხვალ გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია გამოვიძახე იმისთვის, რომ ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი შესაძლოა ჩაკვეტაძეს შევადაროთ. არის შანსი, რომ მან ითამაშოს.

მის დებიუტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს. დიდი ნახტომი ჰქონდა, როდესაც "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. მისი მომავალი კარიერა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კლუბზე, თანაგუნდელებზე, მშობლებზე, მწვრთნელზე.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ
ითამაშებს.

გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალ შემტევი, გახსნილი თამაში უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ღია თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვეცდებით, გულშემტკივრისთვის დასამახსოვრებელი მატჩი იყოს.

გიბრალტარმა სომხეთთან ნამდვილად სიურპრიზი შემოგვთავაზა. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ვნახეთ.

გია გრიგალავას რუსეთში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. მის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავდა. ის ცაციაა, ამიტომ მისი პირველი პასი ძალიან დაგვჭირდება. დიდი შანსია, ხვალ ძირითად შემადგენლობაში იყოს.

ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ საბა კვირკველიას, დავით ხოჭოლავას და გიორგი პაპუნაშვილს.

ლევან მჭედლიძემ ერთი ვარჯიში გამოტოვა და არაა გამორიცხული, ხვალ 15-20 წუთი მიეცეს.

ლუკა ზარანდია სიმბოლურ გუნდში მოხვდა? დრიბლინგის სიმბოლურ გუნდში? ფეხბურთი კომპლექსური ელემენტების ერთობლიობაა, მხოლოდ დრიბლინგი არ არის ფეხბურთი.

ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი გვყავს - გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი მერებაშვილი. თუ პროგრესს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება შემადგენლობაში.

ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში მეორედ არის. რა ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტარის წინააღმდეგ თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია. კარგად იხსნება, კარგად თამაშობს თავით.

ვაკო ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზი სხვა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემაა. მან უნდა მოუსმინოს მწვრთნელს, იმუშაოს გუნდთან ერთად. საჭიროა უფრო მაღალი ხარისხი, მეტი დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მატჩებში არ იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ ცუდი დროა. ხვალ მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, ვისაც ფაქტობრივად 100-პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

გეგმაში გვაქვს მონახაზი, ვინც დანიასთან უნდა ითამაშოს. ასე რომ, ისინი გადანაწილებულები არიან ამ ორ მატჩში", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვაისი დრიბლინგის 11ეულებს უყურებს თურმე))))) სირცხვილია კომენტრს მაინც ნუ აკეთებს საერთოდ სასაცილო რო რ გახდეს
VV
06 ივნისი 2019 17:07
7
დღეს თუ ვერ მოვიგეთ ვაისი უნდა წავიდეს..
ფეხბურთი
06 ივნისი 2019 16:44
6
დღეს არა და ხვალ უნდა მოვიგოთ უეჭველი.
roma
06 ივნისი 2019 17:34
2
როგორ უნდა დავიჯერო რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი არ აქვს, როცა გერმანია საქართველოს მატჩისთვის ნაყურები მაქვს ლაიფციგში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაუმალა გერმანულ მანქანას. საქართველოს ნაკრებს ნორმალური მწვრთნელის ხელში, ყოველთვის აქვს პოტენციალი რომ ანგარიშგასაწევი გუნდი ყავდეს. წარმატება ჩვენს ბიჭებს
ფეხბურთი
06 ივნისი 2019 16:44
3
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ დრიბლინგის სიმბულურმა დაგლიჯა)))) ან ჟურნალისტები რას აკეთებთ ვერ კითხავთ რას ნიშნავს დრიბლინგის სიმბოლური))))
დათა
06 ივნისი 2019 16:19
4
ეგ ვაისის სიტყვებია. პირიქით ღადაობს, - "მარტო დრიბლინგის კომპონენტისთვის ვათამაშოო?"
Biankoberi
06 ივნისი 2019 17:09
0
იხუმრა კაცმა იხუმრააა....
...
06 ივნისი 2019 16:28
0
და ლევანდოვსკისაზე კიდევ.
sdfffff
06 ივნისი 2019 16:10
2
ვნახოთ რა ანგარიშს დასვამს და მერე ვილაპარაკოთ მაგის და კობიაშვილის ფინტებზე.
sdfffff
06 ივნისი 2019 16:09
2
ამ დუნდრუკს იქნებს ვინმემ უთხრას რო დრიბლინგის სიმბოლური არ არსებობს ან სად გაიგონა))))))) დრიბლინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მთელ ლიგაში და ეს უბრალო კომპნენტი თუ ამას ვაისას ქონია საქმე
სოსო პეტროვი
06 ივნისი 2019 15:52
12
როგორც იქნა მიხვდა რომ ყაზაიშვილი არ უნდა გამოეძახებინა. იმედია დაფიქრდება და გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელად დაბრუნდება. მას ჩემი აზრით ორი ძირითადი პრობლემა აქვს. შეტევის დროს არ აკეთებს საჭირო პასებს და მთავარი როცა გვიტევენ მოსეირნობს უკან და ელოდება როდის დაიბრუნებენ მისი გუნდელები ბურთს.
David
06 ივნისი 2019 15:42
0
რას აღარ მაისმენ თურმე ფეხბურთელები გვყოლია თან ოპტიმალურ ფორმაში მყოფები!!
ევგენი ფაიზაღოვი
06 ივნისი 2019 15:36
5
რა მაინტერესებს იცით, ვაისი ასეთ ბრიყვებად რატომ გვთვლის? საინტერესოა, თავდამსხმელების გარეშე როგორ უნდა ითამაშოს შემტევი ფეხბურთი და 4-3-3 ამ შემადგენლობით როგორ წარმოუდგენია იქნებ აგვიხსნას.
goga
06 ივნისი 2019 15:08
4
აიაქსი გონია ალბათ ამას საქართველოს ნაკრები :D, სავარაუდოდ 5 მცველით და 5 ნახევარმცველით ითამაშებს დანიასთან. გიბრალტაღთან გამორიცხული არაა 3 მცველით ითამაშოს, 5 ნახევარმცველით და 1 თავდამსხმელით. ყველაზე რთულია გიბრალტართან შემადგენლობის გამოცნობა აი დანიასთან 5-2-3 სისტემით ითამაშებს. წინ სამი კიტეიშვილი, ლობჟანიძე და პაპუნაშვილი იქნებიან.
roma
06 ივნისი 2019 17:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული