გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას,
თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

altვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგიორგი ლორიამ სუპერსეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა [VIDEO]

altსაქართველოსა და გიბრალტარის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და გიორგი მერებაშვილს გადაეხვია [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
პირველ 3 ქულას გილოცავთ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
08 ივნისი 2019 10:53
2
გადავხედე კომენტარებს და არცერთს არ გიხსენებიათ არც მწვრთნელი ტაქტიკა და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმი. მე შევეცდები ავხსნა: შემადგენლობის ნახვის მერე მივხვდი,რომ ვაისი 10000% გასაშვებია,რადგან არ აქვს კონკრეტული ხედვა,რამ შეიძლება განავითაროს ნაკრები. გიბრალტარი არის უსუსტესი ნაკრები და მასთან რომ ვერ ურისკავ,მაშინ სალაპარაკო არაფერია. არაფერში სჭირდებოდა სამი მძიმე ნახევარმცველი,რადგან პრესინგი,ზონები დაკეტვა არ დაგვჭირდებოდა. გიბრალტარი თავიდანვე ცნობილი იყო,რომ დაცვაში დადგებოდა,ამიტომ კვეკვესკირი და კანკავა ან კანკავა გვილია საკმარისი იქნებოდა. შემაგდენლობაში პაპუნაშვილი და კიტეიშვილის უნდა გვენახა სასტარტოდან,რადგან ეს ბიჭები ძალიან მაგრები არიან(ჩვენ დონეს თუ გავითვალისწინებთ). მერაბაშივილი გამოსადეგია დანიასთან და მსგავს ძლიერ გუნდებთან,რადგან ჯანზეა და ირბენს:) აბა მაგას პასის კულტურა არ აქვს და ქრეატივი ხომ საერთოდ.რაც შეეხება დაცვას საერთოდ მარაზმია უკვე. მწვრთნელი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ვინ არის ძირითადის დაცვის დუეტი და ეს ცუდია,რადგან ეგ არის მთავარი. გიბრალტარია თუ ჰოლანდია დაცვა არ უნდა იცვლებდეს. დღეს კვერკველია და კაშია,ხვალ კი ხოჭოლავა კაშია. დაცვის შეთამაშება არის უმთავრესი წარმატებისათვის. კაშია უკვე ასაკშია და დროა ხოჭოლავა კვერკველიას დუეტზე გადავიდეთ. ფლანგებზე კი ახალგაზრდა ხარაბაძე და კაკაბაძე უნდა იდგნენ. კანკავა ასაკში კი არის,მაგრამ მაგარი მებრძოლია და პროფესიონალია. დიდი პატივისცემა კვეკვესკირს,მაგრამ ერთ საყრდენზე მეტი საჭირო არ არის და დროა ხარაიშვილი და კიტეიშვილი ავსებდნენ ცენტრალურ სამეულს. რაც შეეხება შემტევ სამეულს არ არის საჭირო გამოკვეთილი ფორვარდის ყოლა,რადგან ხან ქვილითაია არის დამტვრეული,ხან მჭედლიძე და არველაძეს ან ზივზივაძის იმედად ვერ ვიქნებით. ამოტომ ისეთი ხალხია საჭირო,რომლებიც ითამაშებენ,ახალგაზრდები არიან და კარგად გამოიყირებიან. მხვედველობაში მაქვს ჩაკვეტაძე,კვარაცხელია და პაპუნაშვილი. ეს სამივე მოძრავია,ტეხნიკურია და სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლიათ თამაში. შესაძლოა იყოს საკამათო საბა ლობჟანიძის სასტავის კაცობაზე,მაგრამ ეს უკანასკნელიც ცოცხალი ბიჭია. კანკავა როცა გავიდა და პაპუნაშვილი პრესინგს ცდილობდა,მას არავინ ეხმარებოდა და უკან მყოფი ნახევარმცველები უბრალოდ იდგნენ. გასაგებია გიბრალტარია,მაგრამ ნაკრებში თამაშობ და დაიხარჯე ბოლომდე. ნაკრებში გამოძახებულნი არ უნდა იყვნენ: ანანიძე,ყაზაიშვილი,მერებაშვილი,მჭედლიძე და ჭანტურია. გაგიკვირდებათ ალბათ,მაგრამ ოქრიაშვილი უნდა იყოს ნაკრების წევრი,რადგან ეგ ბიჭი ბოლომდე იხარჯება და ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლა არ ეზარება ანანიძისგან განსხვავებით. ჯერ ვერ დაეყრდნობი ამ ანანიძეს და მერე რაც გააკეთა მას მერე მაგის ნაკრებში ხილვა გულის ამრევი იქნება. მადლობა გაწეული სამსახურისთვის,მაგრამ წავიდეს იმ თავის კლუბში,მაინც ხო იქ უნდა თამაშში. ვაისი კი გასაშვებია და ამაზე მდორე კალიბრის მწვრთნელი მეორე არ არსებობს მგონი. ეს მოგება მოგებაა მაინც და სასიხარულოა,მაგრამ ბელარუსთან ასეთი მწვრთნელით და მაგის დაყენებული გუნდით გაჭირდება. რომც გავცდეთ და გავიდეთ იმ ევროპაზე,მერე ამ მწვრთნელით უეჭველი პაპუასები ვეგონებით. ყველას ჰგონია,რომ მოგება ან წაგებაა მთავარი ეხლა ქართველი გულშემატკივრისთვის,მაგრამ ესე არაა ბატონებო. გუნდი განვითარებისთვის უნდა იყოს შექმნილი და არა ლიჟბი სადმე გავაღწიოთო,ეს არასწორი მიდგომაა.ზემოთ ჩამოთვლილ გუნდს მომავალი აქვს და ახალი ბიჭებიც წამოვლენ დროდადრო. ბოლოს კი დავწერ რო ამ საიტზე ბევრჯერ იბლოკება კომენტარები და ჩემი კრიტიკული კომენტარის არ გამოქვეყნების ნაცვლად,წადით კობიაშვილს უთხარით,რომ ერთი ადგილის თამაშს თავი განებოს და ვაისი გაუშვას სლოვაკეთში. და მაინც ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს იყოს პუტინის პუტინი
სხვათა თუთაშხია
08 ივნისი 2019 10:46
0
გუნდმა 3 : 0 მოიგო და შეეშვი უაზრო ფილოსოფიას
ლაშა
08 ივნისი 2019 12:47
13
ძალიან ჩამოვრჩით ქართველები ფეხბურთში რა!!!
მოედანზე შევარდე და მაინცდამაინც მერებაშვილს ჩაეხუტო? :D
patrioti
08 ივნისი 2019 08:18
2
ვაისი არის სუსტი მწვრთნელი, დავიწყოთ დაცვიდან, კაშიას დრო წავიდა, ვერარის საიმედო უკან შესაბამისად დვალი უნდა დაეყენებინა, როცა კვირკვე-ხოჭოლავა დამტვრეულია, ფლანგებზა რაც არის არის უჯეთესი ვარიანტი არაგვაქ სამწუხაროდ.ჯაბა შეუცვლდლია ჯერ , კვეკვესკირი კიბატონო მოედანს ხედავს იდეალურად. შემტევ ფაზაში ვაისას ხედვა არის ნული! გყავს ხარაიშვილი რომელიც მაგარ ფირმაშია, ასევე ლობჟანიძე, ხოშეიძლება 1 ტაიმი ათამაშო, ცენტრფორვარდად დაუძახოს გაბედავას, რადააშავა ზარანდიამ, მოკლედ რომ ვთქვა ამ მწვრთნელით და მისი ხედვებით ამ გუნდს ბელარუსთან შანსი არააქვს! სანამ დროა მოიყვანეთ ცხადაძე ან გეგუჩაძე, თუნდაც ცქიფო! დანიაში გამოჩნდება ჩვენი ნამდვილი ძალა)
jiji
08 ივნისი 2019 02:48
10
იმის მერე რაც გეგუჩაძემ 21-წლიანებში ფარერებთან სამარცხვინოთ 1-3 წაგო, იმის მერე კაცს როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ მაგის ნაკრებში დანიშნა მოითხოვო? დდდ თანაც ეროვნულში.დ
დაა
08 ივნისი 2019 13:54
2
კიდევ ერთხელ დაამტკიცა ვაისმა, რომ მწვრთნელი არაა, თან მართულია. არველაძის გვარიშვილობის გამო თუ იმსახურებს თამაშს, მაშინ ჩოლოყაშვილი გვეპოვა ვინმე, ამაზე ნაკლებად არ ითამაშებდა. მერებაშვილი ხომ ვარსკვლავებს წყვეტდა წინა თამაშებში და სანამ გინებით არ ავიკლებთ დვალიშვილივით მანამდე ეკალივით იქნება თვალში. კაშია უკვე წარსულია და დანიასთან 100%-იანი ჩაისვრის. თითქოს ბევრი გვყავს ცენტრალური მცველი და დანიასთან საიმედო არავინაა...თავი და თავი მაინც ვაისია და მის ხელში კატასტროფა გველოდება ერთა ლიგაზე. სანამ კიდევ არის დრო მოაშორეთ ვაისი. ნეტა ხელმოწერების შეგროვება შველოდეს.
emigranti
08 ივნისი 2019 01:49
12
ნუ შეჭამთ ახლა ამ ბიჭს რატო ითმაშა ცუდათ?პენალტი მოიპოვა გამოიყენა გვილიას საგოლე პასი გაუკეთა ახლა ვერგაიტანა მეორე ა.მისი ბრალი ხოარაა?თან ეს ფედაერაცია არველაDძებთან რომარაა კარგათ უნდა იცოდე კობიაშვილის კონკურენტი მაინც ვინიყო არ გახსოვთ?ასეთები უფრო თამშობენ ფეხბურთს ვიდრე ის ტალანტები მაგალითად ჭანტურია არაბიძე და ასე შემდეგ.სალახი როდის გაიხსან?ან ვარდი საეტოდ დიანმომ დაიწუნა მგონი:)და მერ რ გაიხსნა ყველამ ვიცით.არველაძეც ამ სტილის ფორვარდია ნელნელა მაგრამ შრომით წინ მიდის რაც შედეგს გამოიგებს.ჩვენ გვინდა გოლის გამტანი.და ესისწავლება ტალანტი მარტო არ შეველის ინძაგობა უნდა ამს სწავლა სტრადეგიულად სდად გაიხსნას
mosexoneli
08 ივნისი 2019 11:01
6
Ratom ar vibrdzvit meore adgilistvis eseti debiluri midgoma rom gvaqvs datavidanve veguebit jgufshi charchenas ra profesionalizmze vlaparakobt, belarusze laparakobs shveicaria irlandiastan tamashis cin tumere
Va-Le
08 ივნისი 2019 00:42
9
ჯუმბერი რატო არ ათამაშე ვაის?
ჯუმბერი
07 ივნისი 2019 23:10
9
ვაისს ძლიერი ინდივიდუალისტები არ უყვარს და ამიტომ არ ათამაშებს
ჯვებე
08 ივნისი 2019 14:42
0
ჟუმბერ,
ჟუმბერას ევროპისთვის ვმალავთ. ალბათ ფინალში გამოიყვანს, ზამენაზე.
ჰაჰა
08 ივნისი 2019 09:39
0
აუ ეს ვაისი ვინაა რა. ჯერი ნუგზარაშვილი რატო არ ათამაშა?
ჯუმბერი
07 ივნისი 2019 23:01
17
სასიხარულოა ნებისიერი გამარჯვება და ვულოცავ ნაკრების წევრებს, მაგრამ...

პოლიციელების, მექანიკოსების და მოყვარულებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს რომ მოუგებ, ეს არ გვაძლევს საბაბს რომ შამპანურის ბოთლი გავხსნათ და გასახდელში იზეიმოთ. ჩვენი ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ ასეთ სუსტ მოწინააღმდეგესთან. ასეთი დაბალი ხარისხის თამაშით დანიასთან განწირულები ვართ დამარცხებისთვის.
ჟორა პივნოიდან
07 ივნისი 2019 22:57
3
ეს მიღწევაა, რადგან ასეთივე სამოყვარულო გუნდს მანამდე ფრე ეთამაშა - გაიხსენეთ ანდორა!
მჭედელი
08 ივნისი 2019 10:12
0
კი მაგრამ ქართული გუნდი თუნდაც გიბრალტართან დრიბლინგს არ უნდა იყენებდეს? ერთად–ერთი გამონაკლისი მცველი კაკაბაძეა.
zurab
07 ივნისი 2019 22:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული