გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას,
თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

altვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგიორგი ლორიამ სუპერსეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა [VIDEO]

altსაქართველოსა და გიბრალტარის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და გიორგი მერებაშვილს გადაეხვია [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
კვარაცხელია ძალიან სუსტი ყოფილა,უბრალოდ გაპიარებულია ძალიან, ზარანდიასთან ახლოს ვერ მივა,,მაინც ჯიუტად არ იძახებს ეს ვაი მწვრტნელი ვაისი
roma
07 ივნისი 2019 22:39
34
ხალხი არ ხართ? ყველაფერი მეტ ნაკლებად კარგი იყო და ამ მერებაშვილის ვალი ხომ არ გვაქვს რომ გვაყურებინებენ.
ფანი
07 ივნისი 2019 22:32
13
კვარაცხელიაზე ამბობენ ვიღაცები აქ, ნაკრებისთვის მზად არ არისო და თქვე კაი ხალხო, კვარაცხელიას თამაში არ მოგეწონათ და არველაძის მოგეწონათ? მარტო საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლობა საკმარისი უნდა იყოს ნაკრების წევრობისთვის? ასე რომ იჩაგრებიან სხვა ფეხბურთელები ვისაც მეტად ეკუთხბის ნაკრები. თუნდაც გაბედავა
სიმართლე
07 ივნისი 2019 22:27
11
არველაძისთვის ადრეა ჯერ ნაკრები. ყველაზე სუსტი რგოლი იყო. თავდამსხმელი რომ გიბრალტართან ვერ “იკლებ” დაცვას, აბა ვისთან უნდა “გაიგიჟო” თავი
არ დამიბლოკოთ
07 ივნისი 2019 22:21
3
მჯერა რასაც ყვები რომ იკადრებდა მაგას. ზუსტად ასეთი დახასიათება ვიცი რეზიზე ჩემი უფროსი მეგობრისგან, რომელიც მაგის პაკალენიის, მაგის სკოლელი იყო. ეს ჩემი მეგობარი წესიერი, ადამიანური და ვაჟკაცური ტიპია, ამიტომ ვიცი რომ ცილს არ დასწამებდა

ამ ჩემმა მეგობარმა ასეთი ისტორია მომიყვა ერთ-ერთ სასკოლო საფეხბურთო ტურნირზე რომელიც მაგათთან გაიმართა სკოლაში: რეზო იქნეოდა მეშვიდე კლასში ალბათო (შეიძლება ოდნავ პატარა ან დიდი) და მაგათ კლასს მოუგეს ჩემმა კლასელებმაო. (ნიტო ერთი გოლით, ნიტო დამატებითში) და რეზიმ ისტერული ტირილი დაიწო, გაწვა ძირსო. მამამისიც იქ იყო იმდენი იკამათეს მსაჯთან, რომ არ ჩაითვალა მოგება და გააგრძელებინეს თამაშის დრო და მერე მოიგო ერთი გოლით რეზის კლასმაო… მაგრამ ყველა ცუდი რაც იყო, ამ უსამართლო მოგების მერე, რეზი სიხარულით ხტუნაობდა და ისე გამოხატავდა თითქოს დაემსახურებინოს, თავის გუნდელებსაც კი გაუტყდათო

ამიტომ მჯერა რაც მოყევი გვილიას გინებაზე და ამიტომ მგონია რომ როგორც ის თამაში იზეიმა ბავშვოვაში უსამართლოდ, ზუსტად ასევე ეცდება თავისი შვილი ნაკრებში გამოაძახებინოს
ვახტანგ ლოჟანიძეს
08 ივნისი 2019 15:05
0
ჩემს ზევით იჯდა არველაძეების ოჯახი ლოჟაში. მეორე ტაიმში იმ მომენტში როცა ვატომ მისცა გვილიას მაგარი პასი და გვილიამ ვერ გაიტანა ისეთი აგინა რეზიმ გვილიას რო რა ვიცი რა..ძაან ნერვიულობდა და პენალტი რო გაიტანა ისეთი ემოციებით შეხვდნენ გეგონება გერმანიას შეუგდო მაკრატელა
Vakhtang Lobzhanidze
08 ივნისი 2019 01:39
1
ყველა გამოხმაურება
ეს უკვე საქართველოს ნაკრებია, ასეთი ნაკრებისთვის ღირს გულშემატკივრობა, ბიჭებო უძლიერესები ხართ
gio
07 ივნისი 2019 22:11
65
არველაძემ როცა გოლი გაიტანა სიხარულისგან ვიტირე, გრძელდება ამ დიდი საფეხბურთო დინასტიის მოღვაწეობა ნაკრებში, ვატოს ყველა მონაცემი აქვს რომ ევროპის დონის თავდამსხმელი გახდეს, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და პოზიციებს არჩევს იდეალურად, ის საქართველოს ნაკრების მომავალია
irakli
07 ივნისი 2019 22:08
46
კვარაცხელია დაფორთხიალობს , ხარაბაძეც, ხარაიშვილზე დაგინებულიაქ ვაისს მგონი რო არ ათამაშოს
Emiri
07 ივნისი 2019 22:06
32
მეგობარო შენ პარარელური სამყაროს თAმაშს ხომ არ უყურე? კვარაცხელიაზე მაგას როგორ ამბობ?
giorgi
07 ივნისი 2019 22:22
6
ყოჩაღ ბიჭებს მთელი სული და გული ჩადეს ამ გამარჯვებაში, აშკარად ეტყობა რომ ჩვენი ნაკრები უკვე იმსახურებს დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გამოსვლას!!! ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ, არანაირი ბელორუსი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები იქნება
irakli
07 ივნისი 2019 22:03
38
ძნელი თამაში იყო, საკმაოდ რთული მეტოქე გვყავდა, ფონს მხოლოდ ვაისის ტაქტიკურმა სვლებმა და ნაკრების ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ გაგვიყვანა
dinamo
07 ივნისი 2019 22:00
41
კვარაცხელია არარის ჯერ მზად ეროვნულ ნაკრებისტვის
roma
07 ივნისი 2019 21:59
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული