გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას,
თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

altვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგიორგი ლორიამ სუპერსეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა [VIDEO]

altსაქართველოსა და გიბრალტარის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და გიორგი მერებაშვილს გადაეხვია [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
არველაძისთვის ადრეა ჯერ ნაკრები. ყველაზე სუსტი რგოლი იყო. თავდამსხმელი რომ გიბრალტართან ვერ “იკლებ” დაცვას, აბა ვისთან უნდა “გაიგიჟო” თავი
არ დამიბლოკოთ
22:21 07-06-2019
3
ვაისი არის სუსტი მწვრთნელი, დავიწყოთ დაცვიდან, კაშიას დრო წავიდა, ვერარის საიმედო უკან შესაბამისად დვალი უნდა დაეყენებინა, როცა კვირკვე-ხოჭოლავა დამტვრეულია, ფლანგებზა რაც არის არის უჯეთესი ვარიანტი არაგვაქ სამწუხაროდ.ჯაბა შეუცვლდლია ჯერ , კვეკვესკირი კიბატონო მოედანს ხედავს იდეალურად. შემტევ ფაზაში ვაისას ხედვა არის ნული! გყავს ხარაიშვილი რომელიც მაგარ ფირმაშია, ასევე ლობჟანიძე, ხოშეიძლება 1 ტაიმი ათამაშო, ცენტრფორვარდად დაუძახოს გაბედავას, რადააშავა ზარანდიამ, მოკლედ რომ ვთქვა ამ მწვრთნელით და მისი ხედვებით ამ გუნდს ბელარუსთან შანსი არააქვს! სანამ დროა მოიყვანეთ ცხადაძე ან გეგუჩაძე, თუნდაც ცქიფო! დანიაში გამოჩნდება ჩვენი ნამდვილი ძალა)
jiji
02:48 08-06-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული