ვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

AutoSharing Option
7 ივნისს, გიბრალტარის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. მეტი შანსი გვქონდა. როდესაც იგებ, უნდა ეცადო, რომ მეტი შანსი გამოიყენო. ჯაბა კანკავამ დიდი ჯენტლენობა გამოიჩინა, როდესაც ვატო არველაძეს პენალტის დარტყმის უფლება მისცა.

ძალიან კარგია, როდესაც ის ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

დებიუტანტები, ვინც პირველად და მეორედ ითამაშეს - ვატო არველაძე, ლევან ხარაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეეძლოთ.

კვარაცხელიას ტრავმას რაც შეეხება, ხვალ ვნახავთ, რამდენად მძიმეა და წამოგვყვება თუ არა დანიაში. რა თქმა უნდა, დანიაში ცვლილებები იქნება, ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის 100-პროცენტიან ფორმაში.

შეტევის ხაზში ბევრი იძულებითი ცვლილება იყო, თითქმის სრულიად განახლებული იყო, მერებაშვილის გარდა. ტრავმირებულია ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძეც.

გიორგი ლორიასთან
გვქონდა საუბარი იმ გოლზე, რომელიც ირლანდიაში გავუშვით. დღეს მან იხსნა საქართველოს ნაკრების კარი და მისით სრულიად კმაყოფილი ვარ.

როდესაც ფეხბურთელს არ აქვს პრაქტიკა კლუბში, რთულია მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.

ვფიქრობ, დანიაში ჩაკეტილ ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ვნახოთ, ვინ ითამაშებს - ლობჯანიძე, არველაძე, თუ მჭედლიძე. ვეცდებით ფლანგები გამოვიყენოთ და ქულები მოვიპოვოთ.

პირველ ტაიმში გასახდელში იყო ემოციები. ზონებში ცუდად გადავაადგილდებოდით. მეორე ტაიმში კარგად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, კარგი იყო ვაკო გვილია, შესანიშნავად შემოვიდა გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი.

ხვალ კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება და ამის შემდეგ გადავწყვეტ, რა შემადგენლობით ვითამაშებთ დანიასთან.

ირლანდიასთან მატჩში ცოცხალ კედელს პრობლემა ჰქონდა, ეს ჩვენი ბრალი იყო, თუმცა დღეს სწორად იდგა, ბურთი მას ზემოდან გადაცდა.

სამწუხაროა, რომ დანიის წინააღმდეგ საბა კვირკველია არ იქნება. გია გრიგალავამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სწორი ემოცია ჰქონდა მოედანზე. სამწუხაროდ, დანიასთან არც დავით ხოჭოლავა გვეყოლება", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 33 /
ისე მაგრად კი დავჩაგრეთ საწყლები.გამახსენდა ჩვენი თავი კარში რომ ვიდექით ხოლმე ქეცბაიას დროს 11 კაცი და საცოდავათ ვიგერიებდით ბურთს უმისამართოთ! ეჰ ის მართლა კოშმარი იყო!და წინ გელაშვილის და დვალიშვილის იმედათ რომ ვიყავით!
gode
08 ივნისი 2019 12:20
5
აზრი აღარააქვს აქ წერას, გვყავს სუსტი, მორჩილი, უმოტივაციო მწვრთნელი, რომელიც პოსტსაბჭოურ კორუმპირებულ სივრცეს ვერ სცდება და ამით ყველაფერია ნატქვამი. დანიასთან თამაშის წინ უნდა გვენახა ხარას, ლობჟანას, პარუნას, აბურჯანიას და დვალის შესაძლებლობები, ეს თამაში ერთგვარი მოსამზადებელი უნდა ყოფილიყო დაბალანსებული შემადგენლობისთვის. ერთი კარGი ის იყო, რომ კვარაცხელიას კარგი მომავალი აქვს ნაკრებში, მარა სერიოზულ თამაშებს ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს. გვილია კარგია ჯანიანია, მაგრამ პოზიცია რომელზედაც ვაისა ათამაშებს მისი აშკარად არაა და კარის ჩარჩოში ვერ ახვედრებს, რა უნდა მაგას შეტევასი. კაკაბაძე დანიას ვერ გაქაჩავს, რადგან პრაქტიკა არააქვს. კაშია ხომ საერთოდ კრიტიკას ვერ უზლებს. არველაძე ნაკრებისთვის მზად არაა, მერაბიშვილი აქ საერთოდ რა შუაშია. ხარაბაძე დაცვასი სუსტია. და ეს ამ თამაშის გარეშეც ვიცოდით. ახლა გეკითხებით, რა შეგვზინა ამ თამასმა ? არც არაფერი, კიდევ ერტი უაზროდ დაკარგული დრო. ვაისი გ ა ს ა შ ვ ე ბ ი ა. მაინცდამაინც დედა უნდა აგინონ?
ვასო
08 ივნისი 2019 12:08
6
მართალია ეს ხალხი ფეხბურთთან ახლოს არ ჩაგივლია, გუნდს ორ დღეში აქვს თამაში და მწვრთნელმაც თქვა რომ ძალების გადანაწილებას ვაპირებო, მოკლედ ჯერ ფეხბურთს უყურე მერე აკრიტიკე
Semi
08 ივნისი 2019 14:33
5
არასწორი კომენტარია! :)
aburjga
08 ივნისი 2019 14:06
6
ყველა გამოხმაურება
ძალიან სუსტი გუნდი გვყავს.არა სტანდარტულები.არა გუნდურობა რააღაც ქაოტურ ფეხბურთს ვთანაშობთ. ვაისი რპგორც ჩანს არაპრინციპული ადამიანია.ვისაც ეტყვიან იმას ათამაშბს. არველაძეზე ბევრად უკეთესი ბიჭები გვყავს აქვე საქართველოს ჩემპიონატში. რაც შეეხება მერებაშვილს და მჭედლიძეს ამათი ნორმალური თმაში არასდროს მინახავს და ვერ ვიგებ რატომ ათამაშებენ. ხომ ხედავენ რო უცხოური კლუბები აღარ გოიმდებიან , ნაკრებში თამაშობენ და ალბათ მაგრები არიანო
77
08 ივნისი 2019 11:52
4
მოვითხოვთ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების ხარაიშვილის ან კიტეიშვილის ძირითადში თამაშს მერებაშვილის ნაცვლად! რა პერსპექტივას ხედავს ვაისა ამ მერებაშვილში გაუგებარია.მაგას ბუღრიძე სჯობს დღესვე!
kaxa
08 ივნისი 2019 11:43
0
არ გინდათ ირონიები... ყველა გამარჯვება მისალოცია... გილოცავთ!!!
tngh
08 ივნისი 2019 11:13
10
საბა ლობჟანიძე, ხოჭოლავა და კვირკველია თუ არ იქნებიან დიდი არჩევანი ნაღდად აღარ ექნება ვაისს, ამას დამატებული კვარაცხელიაც, არ ვიცი ძალიან ძნელი იქნება დანიაში თამაში და უნდა შევეცადოთ გვერდში დავუდგეთ გულშემატკივრები ნაკრებს, რა ნაკრებიც გვყავს იმის მიხედვით დიდი ილუზია არ უნდა შევიქნათ დანიასთან, უბრალოდ მინდა რომ კარგი თამაში იყოს და დარცხვენილები არ წამოვიდეთ დანიიდა. ღმერთო დაგვიფარე უბედურებისგან. ღმერთი ჩვენსკენ
roma
08 ივნისი 2019 11:11
2
ბატონო ვაის! აგვიხსენით რით სჯობია მერებაშვილი კიტეიშვილს ან საბა ლობჟანიძეს ან ხარაიშვილს. ეს ბიჭები არიან ჯერ ერთი ახალგაზრდები და კიდევ უნდა მოუმატონ იდეაში,მერებაშვილი რაც არ უნდა მოინდომოს უფრო უკეთ თამაშს ვერ შეძლებს მომავალში. ამ ბიჭებს აქვთ 100 პროცენტიანი სათამაშო დრო თავიანთ კლუბებში 90 წუთს თამაშობენ ყოველთვის,მერებაშვილი კი სეზონის მანძილზე ტრამვის გამო ნახევარს ვერ თამაშობს. ეს ბიჭები ამავე დროს უკეთეს კლუბებში თამაშობენ, მოწინავე გუნდები არიან თავიანთ ჩემპიონატში,მერებაშვილის კლუბი კი გავარდნას ძლივს გადაურჩა.თვალნათელია, კიტეიშვილი, რომ შემოვიდა მერებაშვილის ნაცვლად აშკარად დაეტყო გუნდს უფრო გაამწვავა თამაში.მერებაშვილი მთელი თამაში ფაფხურობს და ღირებულს ვერაფერს ვერ ქმნის. მიმაჩნია რომ ბუღრიძეც , არაბიძეც, ზარანდიაც უფრო კარგი იქნება ნაკრებისთვის ვიდრე უკვე მობერებული მერებაშვილი. სჯობს ეს ბიჭები შეეჩვიონ ნაკრების ატმოსფეროს ვინაიდან მათში უფრო სჩანს მომავლის პერსპექტივა! მართლა, გამახსენდა როგორ სიტუაცია იყო როცა ნიკოლოზ გელაშვილი,დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე არ მოგვწონდა ხალხს.
kika
08 ივნისი 2019 10:53
1
იქნებ დანიასთან სათამაშოდ დაასვენა? ბრძენო ადამიანო?
Semi
08 ივნისი 2019 14:35
5
ესეიგი არასოდეს მახსოვს წესიერი შემადგენლობა დაგვეყენებინა გადამწყვეტ შეხვედრებში და ვინმე არ დაგვკლდომოდა. ყოველთვის ვიღაცა გვაკლია, ზოგი დამტვრეულია, ზოგს თვალები ამოსთხარეს, ზოგი აკაჩავებს და არ სცალია, ზოგი დააჯარიმეს, ზოგი ვიზას ვერ აკეთებს. გასაგებია ქეცბაია ვერ ახერხებდა რადგან ბევრს არ მოსწონდა და ერიდებოდნენ, მარა რაგახდა ეს უიღბლობა თუ ცინიზმი?
....
08 ივნისი 2019 10:51
1
ამ გამარჯვებით ფაქტიურად დავიბევეთ "საპატიო" ბოლოსწინა ადგილი სატურნირო ცხრილში და ახლა მთავარი მიზანია, დარჩენილ შეხვედრებში ისე არ შევრცხვეთ, რომ თავადვე შეგვრცხვეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უეფას ახალი ფორმატის მეშვეობით... ამის გაკეთება კი ადვილი არ იქნება, რადგან ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმი, გვინდა თუ არა, ფეხბურთზეც აისახება და ქვეყნის უპირველეს გუნდში კვლავაც ვხედავთ სახელოვანი მამა-ბიძების წყალობით დაწინაურებულ ფეხბურთელებს (არველაძე, მჭედლიძე), რომლებსაც სხვა შემთხვევაში ნაკრებს არავინ გააკარებდა და ამაში ყველაზე ნაკლებად ქართველების სლოვაკი მწვრთნელია დამნაშავე... გუშინდელი მატჩი კი არასაფეხბურთო თემებით უფრო გახლდათ გამორჩეული - ვატო არველაძემ ნაკრების კაპიტნისთვის გამოთხოვილი (თუ ახეული) პენალტი საკუთარ სატრფოს მიუძღვნა და საამისოდ წინასწარ გამზადებული მაისურიც ამაყად ააფრიალა... საწინააღმდეგო არაფერი გვექნებოდა, გოლები გაიტანოს და ვინ ოხერი, თუნდაც სასიდედროს პორტრეტიც დაიხატოს მაისურზე, მაგრამ მისალოცი ტექსტი რომ ინგლისურის ნაცვლად მშობლიურ ენაზე გააკეთოს, ვითომ ნაკლებად პრესტიჟული იქნება და ფასი დაეკარგება?!... ეს ხომ ნაკრების მაისურია, საქართველოს ნაკრების მაისური... ნუთუ ამის შეხსენება უნდა სჭირდებოდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს?!... არ ვიცი... მეორე და ვფიქრობ, არანაკლებ საგანგაშო ფაქტი კი მოედანზე შემოკუნტრუშებულ ჯეელს უკავშირდება, რომელიც მერებაშვილს ისე დინჯად და არხეინად ჩაეხუტა, იფიქრებდი, უეფას უსაფრთხოების უმკაცრესი მოთხოვნებით დაცულ სტადიონზე კი არა, მახინჯაურის ბუნგალოში სვამენ ძმობის სადღეგრძელესო.... ასეთები ყველგან ხდება, მაგრამ გასაოცარი ქართველი სტიუარტების( წესრიგისდამცველთა) რეაქცია იყო, - ბიჭს მოვალეობის გამოც არავინ გამოჰკიდებია, მშვიდად აცალეს "მისიის" ჩამთავრება და მშვიდად დაუცადეს, როდის მობეზრდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და როდის ინებებდა სტადიონის დატოვებას... შესაძლოა, ესეც ქართული ხასიათით აიხსნას, მის ნაცვლად რომ მავანი დედიშობილა ფემინისტკა გამოტანტალებულიყო, ვინძლო სრულიად ქვეყნის უსაფრთხოება დასდევნებოდა ჯავშანმანქანებით და ხელის მოსაკიდი ადგილიც აღარ დაეტოვებინათ, მაგრამ ფიფასა და უეფასთვისთან ასეთი არგუმენტები ნაკლებად ჭრის და თუ მათ სანქციებს იოლად გადავურჩით, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ დამნაშავეს პასუხი არ უნდა მოეთხოვოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შემდეგში ვინმე ღვინით სავსე ტიკით ხელდამშვენებულიც ვიხილოთ სტადიონზე, რომელიც მინიმუმ დედმაშვილების სადღეგრძელომდე მიაღწევს და უკვე კარგად შეზარხოშებული მოწინააღმდეგის მწვრთნელსაც აუხირდება - შენ რატომ არ სვამ, სადღეგრძელო არ მოგეწონა, თუ საქართველოო....
მ. ტ.
08 ივნისი 2019 10:13
2
საღოლ, დაგლიჯე!
emigranti
08 ივნისი 2019 13:38
0
giocavt am "istoriul" gamarjvebas xalxo!!! vashaa:))
სანდრო
08 ივნისი 2019 01:51
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული