#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ექსტორპედოელი არფანგ დაფე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს და ალბათ, კონტრაქტსაც გაუფორმებენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იუწყება, რომ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა 27 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა არფანგ დაფემ, რომელმაც ბოლო სეზონში ირანულ "ნასაჯიში" იასპარეზა.

ადრე დაფე ქუთაისის "ტორპედოში", ირანულ "პაიკანსა" და ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. დაფე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სამწვრთნელო შტაბი კი მასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.


Sportall.Ge