#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები დანიაში ჩაფრინდა

AutoSharing Option
დაახლოებით 3 საათისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში ჩაფრინდა. ფოტოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

დღის წესრიგი ასეთია:

9 ივნისი, კოპენჰაგენი, "თელია პარკენი" (დანიის დროით)

17:00. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00. დანიის ნაკრების ვარჯიში
19:30. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:00. საქართველოს ნაკრების ვარჯიში

დღესვე საქართველოს ნაკრები პირველ ვარჯიშს გამართავს "თელია პარკენზე".

შეხვედრა კი, ხვალ, 10 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" გადმოსცემს.

ასევე დაგაინტერესებთ