#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

დანიის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩის წინ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ის, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე მოწინააღმდეგე ნაკრებსაც შეეხო:

"ვფიქრობ, ვინ ვათამაშოთ ცენტრფორვარდის პოზიციაზე. იუსუფ პოულსენი ერთ-ერთი ვარიანტია.

მშვენიერი ატმოსფეროა, ჯერ არ გვივარჯიშია. ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ, კარგი განწყობა გვაქვს და იმედია, ორშაბათს გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვერ გამოვარჩევთ კონკრეტულ ფეხბურთელებს, მთლიან გუნდს ვაფასებთ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას
მოგვიანებით ჩაატარებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან


ასევე დაგაინტერესებთ