კრისტიან ერიკსენი: საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკურია, უკეთესი თამაში იქნება

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე დანიის ნაკრების ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკური გუნდია და ხვალ გულშემატკივარი უფრო ლამაზ ფეხბურთს იხილავს.

"ირლანდიასთან ძალისმიერი თამაში იყო, 18-ჯერ დავარტყით კარში. საქართველომ უფრო კარგად იცის ბურთის კონტროლი, უფრო კარგი თამაში იქნება, რადგან უფრო ტექნიკური გუნდია", - განაცხადა კრისტიან ერიკსენმა.

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს სამი მატჩის შემდეგ სამი ქულა აქვს, დანია კი გამარჯვების გარეშეა და ორი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუსტაფ ეგრეა...ტექნიკური ბიჭები ჩვენ უფრო გვყვავს..შედარებით..ირლანდია ყიველთვის ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა.ძირითადად მაინც.თუმცა რამდენად უკეთესი თამაში იქნება ვნახოთ
Burdzika
10 ივნისი 2019 10:48
0
ისე გახსოვთ არმენიამ ესენი 4-0 რო ამოტენა....ჰა ხო არ გინდათ გაგიმეოროთ ერიქსენ?!ეს დანია ჯგუფიდან დიდი ალბათობით ვერ გავა
ეხლა ნუ გვეღადავები
10 ივნისი 2019 03:42
4
გვეკაიფება)
roma
09 ივნისი 2019 21:18
8
აფსუს დანიის ნაკრებში აქვს ნათამაშები, თორემ კარგად რომ გვეთხოვა ჩვენთან ითამაშებდა ისე მოსწონს ჩვენები:)))
emigranti
09 ივნისი 2019 20:50
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული