#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთთან რევანში აიღო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან 0:1 წაგების შემდეგ რევანში აიღო.

9 ივნისს რამაზ სვანაძის შეგირდებმა სტუმრად ჩატარებულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ვლახ თანატოლებს 4:2 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო ორი გოლი თამაშის დასასრულს გაიტანეს.

ამ მატჩში მეტოქის კარი ირაკლი აზაროვმა, გიორგი გაგუამ, დავით ლორთქიფანიძემ და გიორგი გულიაშვილმა დალაშქრეს.

საქართველო (სასტარტო): კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ხარაიშვილი, ლორთქიფანიძე, გაგუა, ჭავჭანიძე, გაგნიძე

ასევე დაგაინტერესებთ