დანიის ნაკრების თავდამსხმელი: საქართველოს ნაკრების არ გვეშინია

AutoSharing Option
დანიის ნაკრებისა და გერმანული "ლაიპციგის" ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა დანიისა და საქართველოს ნაკრებების თამაშის წინ. მისი თქმით, დანიელებს საქართველოს ნაკრების არ ეშინიათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში ატმოსფერო მაინც შესანიშნავია. ჩვენ ვიცით, რომ თუ იმავე დონეზე ვითამაშებთ საქართველოს წინააღმდეგ, გამარჯვებას შევძლებთ. ჩვენ არ ვართ დეპრესიაში და საქართველოსთან საბრძოლველად მოედანზე გასვლის არ გვეშინია. მოუთმენლად ველოდებით კიდევ ერთი თამაშის გამართვას", - აღნიშნა პოულსენმა.

შეგახსენებთ, დანიასა და საქართველოს შორის შეხვედრა დღეს, 10 ივნისს გაიმართება.
მატჩი კოპენჰაგენში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია tipsbladet.dk-ის მიხედვით

altკრისტიან ერიკსენი: საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკურია, უკეთესი თამაში იქნება

altგურამ კაშია: ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე

altსაბა ლობჟანიძე: დანიის წინააღმდეგ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ




Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ''კარენნოი'' დანიელია , სიფათზე ეტყობა
bondo
10 ივნისი 2019 15:42
4
ბიჭებო აბა თქვენ იცით, კარგი ფეხბურთი ითამაშეთ, ყოჩაღად მოიქეცით! ჩვენი ნაკრები არავის შეშინებას არ აპირებს! უბრალოდ მოვუგოთ, რომ ქართველები გავახაროთ!
x.x
10 ივნისი 2019 15:23
0
და ვის იმედზე ხარ კონკრეტულად ან ვინეებით გინდა რომ მოვუგოთ?! ვინმე გვყავს ამ შემადგენლობაში გოლის გამტანი ან თუნდაც საგოლე ალღოს მქონე? აფსუს გიო...
სიმართლე
10 ივნისი 2019 16:18
3
არ გეშინია რააა ბიგ-ბაბოლია შენს მხარეს?
roma
10 ივნისი 2019 15:21
2
ამ დანიელმაც აურია. გიბრალტარის, ფარერებისა და 1-2 მათნაირის გარდა არავის ეშინია საქართველოს ნაკრების. დანარჩენ მსოფლიოს ყველა ნაკრებს, პირიქით, უხარია ჩვენთან თამაში. ხომ არსებობს გამოთქმა: "გინდა გაიგო გამარჯვების გემო? ეთამაშე საქართველოს ნაკრებსო". ეს ჭკვიანური ფრაზა ბოლო 20-25 წელია ძალაშია ისევ. დანიელებს ეშინიათ, გული უსკდებათ, ჩვენთან როგორ გამოვლენ მოედანზე და რა ეშველებათ მერე. ღადაობენ რა..
ზაზა
10 ივნისი 2019 14:42
12
ეხლა წერეთ "დისლაიქები" ... ჩვენი გუნდი გუნდი არაა და ფეხბურთელები კი მასხარები არაინ.
არ იციან თამაში და ძალაა?? ბადმინტონში გვაქვს რამე პრეტენზიები? ესე უნდა გახდეს ფეხბურთიც. მოვეშვათ ამ ილუზიებს. გავმეორდები, ჩვენთან თამაში ყველას უხარია გიბრალტარის, ფარერების, სან-მარინოს, ანდორისა და მალტის გარდა. 2 პრინციპულ თამაშს რომ მოიგებენ სხვა გუნდებთან მიჯრით, მერე ვიფიქროთ რამეზე. მანამდე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების გვერდით ვდგავართ. რეიტინგიც შესაბამისი გვაქვს.
ზაზა
11 ივნისი 2019 10:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული