"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
მიმაჩნია რომ ვაისის წასვლით ბევრი არაფერი არ შეიცვლება. დანიის დონის გუნდებს თუ გვინდა მოვუგოთ 11 კაცი უნდა გვყავდეს მინიმუმ ჩაკვეტაძის დონის და 3-4 კიდევ სათადარიგო სკამზე უნდა გვიჯდეს. მე გული დამწყდება უფრო მეტად იმაზე რომ ბელორუსის და ყაზახეთის დონის გუნდებს თუ ვერ მოვუგებთ მაშინაა მწვრთნელი გასაგდები თორემ დანიაში და შვეიცარიაში რომ წააგებ ამას რა მკითხაობა უნდა. ბიჭებმა რაც შეეძლოთ დადეს თავი,კანკავა,კიტეიშვილი,გვვილია,კვეკვესკირი და სხვებიც კბილებით იბრძოდნენ თავგანწირვით მაგრამ სამწუხაროდ მარტო მონდომება და თავგანწირვა არ შველის საქმეს. ამ თაობას მეტი არ შეუძლიათ და რა მოვთხოვოთ.კანკავა კვეკვესკირი კარგები არიან მაგრამ ტობოლს ვერ გასცილდნენ რატომ? იმიტომ რომ ჩელსიში და ტოტენჰემში ისინი არ სჭირდებათ ,დანიელი ერიქსენი და დოლბერგი კი სჭირდებათ. საფუძველი არაგვაქვს ჯერ ჩვენ იმის რომ ტოპ გუნდები დავამარცხოთ!
kaxa
11 ივნისი 2019 16:02
7
ვაისმა საიდან მოიფიქრა გვილიას ცრუ ცხრიანათ თამაში ნეტა გამაგებინა. საერთოო ჯამში მოსალოდნელი შედეგი იყო
გიო
11 ივნისი 2019 16:00
1
კანკავა საერთოდ არ უნდა ეთამაშებინა, თუნდაც იმის გამო გიბრალტართან, რომ იქლესავა და პენალტი მწვრთნელის მითითების მიუხედავად არველაძეს დაარტყმეინა, შE კაცო თუ ასე გინდოდა ხალხის დასანახად მაინც ეთხოვა ვაისისთვის პენალს არველას დავარტყმეინებო, მეორე ფეხბურთელების თამაშზე უარესად ეს კომენტატორები გვაგლეჯავენ ნერვებს თავიანთი მიმოხილვებით თამაშის დროს და სისულელების მოყოლით, თუ რამის გაგება გვინდა აგერ არაა ინტერნეტი, რათ გვინდა მაგათი აბსურდული ლაპარაკი,ლ თან ყველა კომენტატორი რავა ერთმანეთს გავს, კომენტირებისას, ახლა პენალი გააფორმაო,რას ეკიდებოდა მაიკაზე, ასევე ლორია არაა სტაბილური და საიმედო მეკარე, ერთ კარგ ნახტომს ცხრა შეცდომას მიაყოლებს ხოლმე.
დათო
11 ივნისი 2019 15:48
5
აზრზე არ არიან ფეხბურთის თამაშის მწვრთნელიდან დაწყებული. ფედერაცია კი არა პედერაციაა
niko
11 ივნისი 2019 15:33
1
ცოტა თვალი გავახილოთ ჯობია, რა გინდოდათ დანიაში გამარჯვება? გუნდი მსოფლიო რეიტინგის 10-ში შედის, თან გაკლია 8 ძირითადი ფეხბურთელი, დაცვა არ გყავს და თავდასხმა, როგორ გინდა ითამაშო? ვაისი კი არა ასეთი სასტავით გვარდიოლაც ვერ გვიშველიდა.
x.x
11 ივნისი 2019 15:21
12
გირჩევ მართლა გაახილო თვალი,კარგს იზამ
jiji
11 ივნისი 2019 15:35
7
სასწრაფოდ უნდა წავიდეს ვაისი!
ლაშა
11 ივნისი 2019 15:18
4
არასწორად აყენებს სასტავს. ზარანდიაზე უკეთესი რომელიყავს ერთი გამაგებინეთ რატო არიძახებს ნაკრებში?
levan
11 ივნისი 2019 15:14
2
ფეხბურთი იწყება კომენტატორით, ჩვენ კი კომენტატორები არ გვყავს, გვყავს მიმომხილველები. ამიტომ , ჯერ კომენტატორების ინსტიტუტი შევქმნათ, მერე ვიფიქროთ ფეხბურთზე.მოკლედ ყველაფერი ახლიდან გვაქვს დასაწყები.
ფეხბურთი
11 ივნისი 2019 14:01
3
Kidev ramdeni weli dagvchirdeba rom mivxvdet, fexburti ar aris chveni saqme.
Knops
11 ივნისი 2019 13:43
9
ფეხბურთი კი არის ჩვენი საქმე! აი ფულბურთში ძალიან მაგრად გვიჭირს!
aburjga
11 ივნისი 2019 14:34
2
საერთოდ რატომ ვუყურებთ ამათ თამაშებს?გიბრალტარს უბნიდან რომ ბიჭები შევკრიბო ალბათ იმითაც მოვუგებთ.დიდი სირცხვილი საქართველოს ნაკრებს!წაგება წაგებაა რა რა ამბავია 4-1;) ეგენი ჯვაროსნები კი არა ქლიავები არიან.სახელს გამართლება უნდა. ჯვაროსნების დარქმევა ამათთვის სირცხვილია.
კარგით რა
11 ივნისი 2019 13:41
3
შენ ცოტათი ადრე გადაგირთავს ...4:1 ჯანდაბას ....მაგრამ მე 5-ეც გაიტანეს და სად არის ის ხალხი ნეტავ რო გაყვიროდნენ რათგვინდა ყაზაიშვილი ანანიძე ოქრი მჭედლიძე და ასე შემდეგ რამხელა ძალა ყოფილა თურმე დაცვაში კვირკველია ... და საერთოდ ჩაკვეტეძე მთელი ნაკრებისთვის ...ასე რომ ძირითადი გუნდი არ იყო ეს ...ეს იყო ის გუნდი ვინებსაც ბევრნი ითხოვდა აქ მინუს ზარანდია ....მართალია ჩვენი ძირითადიც ვერ მოიგებდა გამწარებულ დანიასთან ...მაგრამ მთლად ეგრეც არ წააგებდნენ ...და ყველაზე მთავარი ჩვენი თავის ობიექტური შეფასება ვისწავლოთ და ვინც გვყავს იმათი დაფასება ისე რომ ტყუად გული დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ...!!!
Auee
11 ივნისი 2019 14:16
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული