"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
გაიტანეთ გრენლანდია! მოაცილეთ ეს ვაისი! ვინმე ისეთი დანიშნეთ, რომელიც თამაშებზე კი არ ჩამოვა მხოლოდ, არამედ უნდა იცხოვროს საქართველოს ნაკრებით და ახალი კადრები ეძებოს, თუ აქ არა გვყავს ნატურალიზების თემა ინდა გავააქტიუროთ და როგორაც კალათბურთშია , ისე მოვიდზიოთ უცხოელები და ვათამაშოთ, თორე სამარცხვინო რო გავხდით უკვე ვერ ხედავთ???????????????
zaza
11 ივნისი 2019 11:27
3
ნეტა ვცდებოდე მაგრამ კოსოვო და მაკედონია ეგრე ადვილაი გონია პრაფესორ ვაისს რო ვითომ ერთა ლიგიდან გასულია ევროპაზე და აქ გვეღადავება? ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ილუზია თავზე არ დაგვემხოს და დაგვენგრეს, გინდაც გავიდეთ ხალხნო გვინდა ესეთი საქართველო სადაც ევროპის უძლიერეს გუნდებს უნდა შევხვდეთ?არ გრცხვენით წინასწარ ევროპაზე 3 თამასში ბურთების რაოდენობა 12-0 ზე? ყველა ევროპული სპორტალების დაცინვა ჩვენ ქვეყანაზე? რათ გვინდა მასეთი ევროპაზე თამაში სადაც მწვრთნელი 8 დაცვით ფეხბურთელს დააყენებს და 4 პასი არ გაკეთდება ზედიზედ,ევროპის ჩემპიონატს ხიბლი ეკარგება ასეთი გუნდების იქ თამაშით.. მე მიყვარს ჩვენი გუნდი და ჩემია მაგრამ რეალურად არ ვართ მზად... თუ რაგბზე ვიძახით რომ 6 ერი ჯერ შორია და მზად არ ვართ აქაც უნდა ვთქვათ იგივე... მაგრამ იმედი მაინც მაქვს რო ძირითადები დაბრუნდებიანნ და რაღაცა შეიცვლება...
ისევ ისე
11 ივნისი 2019 11:19
0
უმოტივაციო გუნდი!
მერაბი
11 ივნისი 2019 11:16
0
სამწრთვნელო შტაბი+ფეხბურთელები+ფედერაცია=უთავმოყვარეობა,არაფროფესიონალიზმი, კორუფცია....ლამისაა შემაძულონ ფეხბურთი ამ სირებმა
პაატა
11 ივნისი 2019 11:13
1
ხ-ფთუ!
ozeki
11 ივნისი 2019 11:01
0
საქართველოდან დანიაში ერთი თვითმფრინავი ხალხი ჩავიდნენ და 11 კაცზე მეტი არ ათამაშეს, წააგებდნენ აბა რას იზამდნენ, მსაჯის ბრალია. მაგან არ შეუშვა მეტი სტადიონზე და თან გოლები ჩაუთვალა დანიელებს..
ოკ
11 ივნისი 2019 10:57
3
Unda druzo da druzo tavis mwvrtnel fexburtelebianad
gela
11 ივნისი 2019 10:49
0
Ramden fulsac amat atenit ert adgilshi,mag fulit xorbali dateset shvilosa,qartul purs mainc shevchamt
Misha
11 ივნისი 2019 10:24
0
Auu...ra bandaa
Shalva
11 ივნისი 2019 10:15
0
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! დანიის ნაკრებმა კვლავ გვაჩვენა ჩვენი ნაკრების რეალური სახე, მთავარი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანათ (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა). სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, რეალურად დაახლოვებით გიბრალტარის დონეზე ვართ ან იქვე არცთუ ისე შორს, ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი სამ ქულას გეგმავს ჩვენთან და იღებს კიდეც. რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია!!!!!!!!
P.S. ვიღაც გამოვა ბოლოში და ჭკვიანი სახით გვამცნობს, პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზეო...... და კვლავ არაფერი შეიცვლება, ყველა და ყველაფერი თავის ადგილას უცვლელად დარჩება!!!! რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია!!!!!!!!
P.S. ამდენი წლის განმავლობაში არ შეიძლება ეროვნული !!!!!!! ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდეს ?!
........
11 ივნისი 2019 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული