"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
vici am komentars mainc ar dabechdavt, mara tkventvis vcer, jurnalistebo, ras eperebit am degenerat mcvrtnels romelsac aravitari monaxazi araak, ver archevs sastavs, zamenas ver aketebs, da tkven ert sitkvasac ar cert cuds vaisze, es ro sxva kvekanachi momxdariko, panguris rtkmevit gaagdebden mag tkven ucodinar vaiss, mara es xo sakartveloa, tkven xmas ver igebt, aravin arapels eubneba, da gvaparchakebs ager visac unda, dania, irlandia, chveicaria, da aseti dabali nakrebebi, sircxvili xart jurnalistebic da pegburtelebic, tavis momchrelebi xart kartveli xalxis, kargat cheinaxet vaisi , cudi arapeli tkvat magaze, vai tkvens patrons ubedurs.
KUTAISELI
11 ივნისი 2019 08:46
1
Aikrdzalos fexburti
motzivna
11 ივნისი 2019 08:45
2
მადლობა ღმერთს არ ვუყურე. მანდ მე მხოლოდ ერთი კაცი მეგულება და ეს არის ჯაბა კანკავა!
ისევ რაგბის მივაწვეთ
11 ივნისი 2019 08:32
3
ვაი? სი.
რიგითი
11 ივნისი 2019 08:02
1
დვალის შემოყვანა სამწვრთნელო კლასი იყო, წიგნებში შესატანი, ამ კაცს ყველა ქართველი გულშემატკივარი ჯობია აზროვნებაში.
a
11 ივნისი 2019 07:57
2
კანკავა კვეკვესკირი გვილიას ტრიოს რა უნდა ერთად ძირითადში?
Vaxo
11 ივნისი 2019 07:47
1
რას დაგიჩემებიათ ეს ჯვაროსნები. ტვინი ნუ წაიღეთ ესენი ჯვაროსნები კი არა ნაგვის ტომრები არიან.და რომელია არმიის მეთაური?კანკავა?
კარგით რა
11 ივნისი 2019 07:40
0
დანიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს კლასით რომ აღემატება და თამაშს მოიგებდნენ თავიდანვე ყველასათვის ცნობილი იყო,მაგრამ ისიც აღსანიშნავია-მსაჯმა როგორც კი დაინახა,რომ ქართველები წინააღდეგობას უწევდნენ დანიელებს აშკარად მასპინძლებს მიემხრო.
გიოშა
11 ივნისი 2019 07:10
12
დანიის ნაკრები ხომ დიდი ხანია ვერ აჩვენებს წარმატებულ თამაშს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ან საერთოდ ვერ ხვდება იქ.ამ შესარჩევში წინა საშინაო თამაში ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს და აბა ვისთან უნდა მოეგოთ თუ არა საქართველოსთან.არავინ იფიქროს,რომ დანიაზე წინ საქართველოს დააყენებენ.არახალია მსაჯების მიმხრობის თემა ჩვენს მეტოქეებზე.ამაში დამეთანხმებიან სტაჟიანი გულშემატკივრები.მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო-რომ არა ჩვენს საჯარიმოში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეთილება საქართველოს ნაკრები ამ თამაშს უბრძოლველად არ დათმობდა!
გიოშა
11 ივნისი 2019 14:50
2
დანიის ნაკრები ხომ დიდი ხანია ვერ აჩვენებს წარმატებულ თამაშს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ან საერთოდ ვერ ხვდება იქ.ამ შესარჩევში წინა საშინაო თამაში ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს და აბა ვისთან უნდა მოეგოთ თუ არა საქართველოსთან.არავინ იფიქროს,რომ დანიაზე წინ საქართველოს დააყენებენ.არახალია მსაჯების მიმხრობის თემა ჩვენს მეტოქეებზე.ამაში დამეთანხმებიან სტაჟიანი გულშემატკივრები.მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო-რომ არა მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეთილება საქართველოს ნაკრები იბრძოლებდა თამაშის ბოლომდე!
გიოშა
11 ივნისი 2019 14:27
2
ყველა გამოხმაურება
ერთი ლელოთი მოუგიათ გარდასახვა ვერ გამოიყენეს)) ყოჩაღ ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს.ვაი ჩვენს დღეს
ალექსა
11 ივნისი 2019 04:52
1
ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რომელი უნდა დაემშვიდობოს ნაკრებს?
კაშია
კანკავა
ნავალა
მერება
გრიგალავა
ლორია ?

ჩემი სუბიექტური აზრით ალბათ ყველა


დიდგორელი!
11 ივნისი 2019 04:50
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული