"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
საქართველოს ნაკრები უნდა გაწვრთნას ქართველმა მწვრთნელმა. სხვა შემთხვევაში არასდროს არ გვექნება შანსი მუნდიალზე ან ევროპაზე გასვლის.ქართულ ხასიათს მხოლოდ ქართველი მწვრთნელი მოერგება.
ფეხბურთი
11 ივნისი 2019 23:01
7
ქართველი მწვრთნელი კი არა უკრაინელი ფიზმომზადება მოიყვანეთ იქნებ ცოტა ამტანობა მოამატებინოს ჩვენებს
შოკირებული გულშემატკივარი
13 ივნისი 2019 14:59
0
პირიქით. უბრალოდ ეს ვაისს არ ეხება. აიყვანეთ ერთი უბრალო უკრაინელი მწვრთნელი და ნახავთ შედეგს მალევე. მუშაობაა საჭირო გუნდთან, პირველ რიგში შეტევა არის ჩვენი სტიქია და ვერ გაიგეს ამ მწვრთნელებმა, მათ შორის ცხადაძის გარდა ვერც ერთმა ქარველმა მწვრთნელმა
გადასარევი გიორგი
12 ივნისი 2019 03:38
2
ყველა გამოხმაურება
მე-3, მე-4 და მე-5 გოლებზე ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო ნამდვილად :(
???
11 ივნისი 2019 22:13
5
გატანილი გოლის შემდეგ ისევ დანიელები იწყებდნენ თამაშს, ეტყობა ეს წესი ახალი შემოიღებულია...
m.m
11 ივნისი 2019 17:45
2
მე პირად არ ვარ მომხრე ამ ეტაპზე ვაისის წასვლის. რა აზრი აქვს? გუარდიოლაც რომ მოიყვანოთ, დანიასთან ქართველი ფეხბურთელებით 10-დან 10 თამაშს წააგებენ მითუმეტეს მასეთი მსაჯობის პირობებში. რომელი ჩვნი ფეხბურთელია გამარჯვებას მიჩვეული თავის კლუბებში?

როგორც ჩემი ****-გან სალამური არ გამოვა ისე ამათქგან წარმატებული ფეხბურთელი ამ ასაკში.

ბავშვებში და მარტო ბავშვებში არის ქართული ფეხბურთის ხსნა. ოღონდ ამას სჭირდება სწორი მშობელი, სამართლიანი და პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი და არაკორუფციური მმართველობა სახელმწიფოსი და ფედერაციის.

დღეს არც ერთი არ გაგვაჩნია: ბავშვის განვითარების (ფსიქოლოგიური, სპორტული, თეორიული, ფიზიკური, კარიერა) ყველა ეტაპზე იმდენია შეცდომაა დაშვებული რომ ძნელია იქედან რამე გამოვიდეს. ჯერ ყველაფერი მარიაჟზე და სწრაფ ფულზეა გათვალისწინებული.

ასე რომ შეეშვით ბიჭების ლანძღვას, მარტო მათი ბრალი არაა ეს შედეგი, არც ვაისის ბრალია ყველა ტრამვირებული და "დიხანიის" გარეშე რომაა დარჩენილი. როგორც ვთქვი ეგაა უწესო სპორტული აღზრდის.
azri
11 ივნისი 2019 17:40
6
დაწექით საჯარიმოში! თერთმეტივე დაწექით და ბურთი აღარ გავა! რას დარბიხართ ალა ბალა! ხომ ხედავთ ვერ ეწევით და სირბილში გჯობიან! ამას არ ჯობია ჩაწოლა შენს კარებში!
მწვრთნელი
11 ივნისი 2019 17:39
2
ეტყობა კაშიას თავისი იღბლიანი ცისარტყელასფერებიანი სამკლაური არ ეკეთა და ამიტომაც წააგო ნაკრებმა.
Adolf
11 ივნისი 2019 17:32
7
1-1 ზე მსაჯმა 2 გოლი აჩუქა დანიას და მომენტები მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ჩვენს კართან.. სტატიის ავტორი აზრზე არ არის .. საქართველოს ნაკრები უეფამ გააბითურა ეს იქნება სწორი სათაური
gio
11 ივნისი 2019 17:21
11
მეც მანდ ვარ,რომ არა საეჭვო პენალტიდან ჩვენს კარში გატანილი გოლი სულ სხვა თამაში იქნებოდა.იგრძნეს რა ჩვენმა ფეხბურთელებმა,რომ ბრძოლას აზრი არ ქონდა საერთოდ მოეშვენ და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.
გიოშა
11 ივნისი 2019 17:56
7
gilocavt, vaisis da pexburtelebis "svarka" madloba kobiashvilo rom dagvitove es "udidesi" mwrvtneli da madloba bichebo rom kidev ertxel "asaxelet" chveni pexburti!!!
სანდრო
11 ივნისი 2019 17:02
4
ჩვენ რომ ქართული ფეხბურთი მართლა გულით გვიყვარდეს, ყოველდღე ფეხბურთის ფედერაციასთან ვიდგებოდით და ვაიძულებდით ყველა კომპეტენტურ პირს რომ საქართველოში ფეხბურთი დაგვიბრუნონ, ან დატოვონ თანამდეობა.აი აქედან უნდა დავიწყოთ!
ფეხბურთი
11 ივნისი 2019 16:41
0
მშვიდად ბიჭებო, მშვიდად, დაცვა იწყება ცენტრალური მცველებით, არც ერთი არ იყო (კვირკველია და ხოჭოლავა), ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ქვილითაია... ამათთან ერთად სულ სხვა გუნდი ვართ, მთავარია ეს მატჩები ოპტიმალურად გამოვიყენოთ და უფრო თამამად ენდოს ვაისი ახლებს, ლობჟანიძემ ხომ აშკარად გაამართლა, პაპუს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან ეტყობა უთამაშებლობა, ამ გუნდიდან უნდა დარჩეს ლორია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, ჰა ჰა გვილია, თუ ისევ არ ამოვარდება ფორმიდან, ხარაიშვილი, ზარანდია, ჭანტურიშვილი, ესენიც გამოადგებიან ნაკრებს მგონია, ერთი ახალიც უეჭველი გამოჩნდება ამ პერიოდში, ეს იყო საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა, ასე რომ, წუწუნის დრო არაა და ჯობია მხარში დავუდგეთ ბიჭებს, რათა როცა საჭირო იქნება, მაშინ აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ, კაშიას დრო წავიდა, დიდი მადლობა მას, მაგრამ მისი ნდობა ბელორუსთან არ შეიძლება, ნავალოვსკიც ვეღარ ქაჩავს, მის ადგილასაც მოიძებნება კარგი ვინმე.
11 ივნისი 2019 16:05
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული