"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
Klasi at gvaqvs daniis donis da rogor unda mougo. Marto eriqseni 85 milioni evro girs!
Kika
11 ივნისი 2019 12:58
4
ახლა ვნახე გამეორებები დეტალურად .პენალი არიყო იმენა არ იყო , მეორე ბურთი მესამე 100 % იანი ჯარიმა იყო . თამაშით გვჯობდა დიდად მაგრამ ამ ორმა მომენტმა გაგვაფარჩაკა თან მესამე არჩასათვლელი გოლი 72 წუთზე გაიტანეს . არ ვართ სასწაულები მაგრამ იქამდე თავს თუ მივიტანდით მერე ჩავწვებოდით დაცვაში და ნიჩიას თავისუფლად წამოვიღებდით. დიდი გავლენა იქონია სირმა მსაჯმა. მაგ ანგარიშის გამო ავიდა ყველა ზევით და კიც გადაგვახიეს ბურთი ბოლო 15 წუთში და ორიც შეაგდეც .
Emiri
11 ივნისი 2019 12:45
11
მართალია გაგვანადგურა დანიამ, მაგრამ კანკავა რა მაგარი კაცია, ბოლო წუთამდე როგორი გულით იბრძოდა გახსოვთ? კიტეიშვილის თამაში მომეწონა კიდე. მეორე სართულზე დავიჩაგრეთ ნამეტანი. ვფიქრობ, მომავლისთვის კვირკველია - ხოჭოლავას წყვილი უალტერნატივოა დაცვის ცენტრში...
ლაშა
11 ივნისი 2019 12:43
4
გაუშვით ვაისი! ამ გუნდს მხოლოდ ბაჩუკი მოსიძე უშველის!
andro
11 ივნისი 2019 12:37
5

უარესი ანგარიშით წაგებაც არაა პრობლემა, მაგრამ შეიძლება მოედანზე წაკუზული გახვიდე ვაზელინის იმედად მთავარია ძაან არ მატკინონო?
თავად ფეხბურთელებს რატომ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა ასეთი თამაშის მიმართ, ნეთუ ერთი კაციც აღარ შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ყველა...
goga
11 ივნისი 2019 12:32
2
დაცვა კი არ ჩავარდა არამედ ჩაიჯ.., ხოლო ჩვენი ნაკრების ეკიპირებისას გაითვალისწინონ პამპერსები!
ქართველი
11 ივნისი 2019 12:31
1
საწყენია, რომ კი არ თამაშობდნენ, ასე ცოდვილობდნენ.
ზზზ
11 ივნისი 2019 11:53
2
სირცხვილის გრძნობა აღარ უმუშავებთ თორე რაღაცას მოიფიქრებდენ
შოკირებული გულშემატკივარი
11 ივნისი 2019 11:46
1
აი მაგარი სირცხვილია უკვე რა! სად მიდის ჩვენი ფული ფეხბურთზე გამოყოფილი ხალხო - ვის ჯიბეებში ჩადის - ამის მერე მთელი ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი უნდა გაუშვა არ ჯობია სხვა სპორტს დავახარჯოთ ამდენი ფული???
ქეძბო
11 ივნისი 2019 11:34
1
იგივე რაგბის, სადაც ნამდვილი ქართული, ვაჟკაცური სულია და რომც აგებდნენ მაინც ბოლომდე იბრძვიან ხოლმე ბიჭები!!!
ქართლოსი
11 ივნისი 2019 16:19
0
იგივე რაგბის, სადაც ნამდვილი ქართული, ვაჟკაცური სულია და რომც აგებდნენ მაინც ბოლომდე იბრძვიან ხოლმე ბიჭები!!!
ქართლოსი
11 ივნისი 2019 16:19
0
ჯვაროსნები კი არა მხდალები იყვნენ,ისე ქონდათ ჩასვრილი რომ ჩერნობილზე უარესი იყო
jiji
11 ივნისი 2019 11:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული