lequipe: გიორგი ჩაკვეტაძით "ბაიერნი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი - "გენტი" მის ძვირად გაყიდვას შეეცდება

AutoSharing Option
პოპულარულმა ფრანგულმა "ეკიპმა" ევროპის საუკეთესო 20 წლამდე 50 ფეხბურთელი დაასახელა, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს კი რეიტინგში 47-ე ადგილი მიუჩინა და ასე დაახასიათა:

"მიუხედავად მუხლის რამდენიმე ტრავმისა, ის "გენტის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.

ვინც გასული წლის აგვისტოში ევროპა ლიგაზე "გენტისა" და "ბორდოს" მატჩს უყურა (0:0), უთუოდ შეამჩნევდა ჩაკვეტაძის მრავალფეროვან, ალღოიან და ტექნიკურ თამაშს. ის ფიზიკურად კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, თუმცა ბელგიურ გუნდში უკანასკნელ სეზონში 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას თავის სათანადოდ წარმოჩენაში მუხლის პრობლემებმა შეუშალა
ხელი. 2017 წელს თბილისის "დინამოსგან" 1.5 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელის სამსახურით "ბაიერნი" დაინტერესდა და ბელგიური კლუბი მის გაცილებით ძვირად გაყიდვას შეეცდება. "ბაიერნის" გარდა, ჩაკვეტაძეს "ბარსელონაც" აკვირდება.

გიორგი საქართველოს ნაკრებშიც დამაჯერებელი იყო - 7 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მისი საორიენტაციო ფასი 10 მილიონი ევროა".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
იქნებ უარი უთხრას ბაიერნს ბარსელონა უკეთესია და თანაც ძირითადის ფეხბურთელი იქნება ბარსელონაში
15 ივნისი 2019 01:58
2
ვისაც ეს შემოთავაზებები გაკვირვებთ, ფეხბურთის აზრზე არა ხართ და თქვენთვისვე სჯობია თქვენი უვიცობის დემონსტრირება არ გააკეთოთ.
11 ივნისი 2019 15:44
7
არ გვაკვირვებს,უბრალოდ მორიგი ტყუილი გვგონია. არცერთ უცხოურ საიტებზე არ წერია ეს. არ გამოუთქვამთ სურვილი ამ კლუბებს
დავით 67
15 ივნისი 2019 01:12
0
ბოლოს გადავა ბანანცში
მთ
11 ივნისი 2019 09:04
13
Xoo manchesters da psj unda kide da reals ronaldus shemcvlelad dawert mase da gaiyideba mere anjishi an kriliashi loriac xo undoda barselonas da reals
Ali
11 ივნისი 2019 08:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული