ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
მაიც და მაინც მე უდა გიკარნახოთ როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში!? " მოვიწვიოთ ესპანეთის და იტალიის მეორე ლიგის მოთამაშეები, მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა, დავუნიშნოდ მწვრთნელად ვინსენტე დელ ბოსკე ან არიგო საკი და ყველა ტურნირში ჩემპიონები თუ არ პრიზიორები მაინც გახდებიან! (ასეა ეს).
მწვრთნელი
11 ივნისი 2019 17:44
5
კარგად გიბურთავია ვაის! (ამას თუ ბურთაობა ქვია)!
კობი
11 ივნისი 2019 17:29
1
Vladimeras ra bralia roca zog zogiertebi burts ver achereben da elementarul pass ver tamashoben.dabali donis fexburtelebi arian gadaxedet ra gundebshi da rogor tamashoben.kankavas fasi aravin aris mag nakrebshi.
Martali
11 ივნისი 2019 15:34
2
რაგბი და ფეღბურთი ჩვენი სპორტი აღარ არის როგორც არ უნდა დავაჯეროთ ჩვენი თავები. ჩვენი სპორტი არის ძიუდო და ჭიდაობა!!!
koko
11 ივნისი 2019 15:24
7
წლევანდელი 6 თვის შედეგებით, საქართველოს ნაკრების თამაში აშკარად გაუარესებულია. თუ ვაისი არ შეიცვალა, ლოგიკურად ასე გაგრძელდება შემოდგომაზეც (ისევ კატასტროფულად წავაგებთ თბილისში დანიასთან, წავაგებთ თბილისში ირლანდიასთან, კატასტროფულად წავაგებთ შვეიცარიაში). შედეგად, მომავალი წლის გაზაფხულზე, ბელორუსთან (თბილისში!) გველოდება სრული კრახი. ერთადერთი გამოსავალია, დღესვე უნდა გაუშვან ვაისი.
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
11 ივნისი 2019 14:34
2
ra vaisi ris vaisi? an martla tu ggoniat am shemadgenlobit da plius esti msajobit romelime mwvrtneli dadebda shedegs?...
romandro
11 ივნისი 2019 14:16
9
ra vaisi ris vaisi? an martla tu ggoniat am shemadgenlobit da plius esti msajobit romelime mwvrtneli dadebda shedegs?...
romandro
11 ივნისი 2019 14:13
5
ვააააააააჰაააააააააააააააააააჰააააააააააააააააააა, მსაჯმა მოაგებინაო, ნახე რას ამბობს ეს ს, ასეთი ლოთ კუპერს და აბდალ ტოპმელერს არ უთქვიათ
xx
11 ივნისი 2019 14:04
4
თქვენი არ ვიცი, მაგრამ იყო რამოდენიმე ეპიზოდი მატჩში, როცა ეტყობოდა ნაკრებს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. გოლს არ ვგულისხმოდ, რომელიც უმაღლეს დონეზე შეასრულეს. შემადგენლობის დაყენებისას ისევ შეცდომები ვაისის მხრიდან და ყველაზე დიდი კაშიას და ნავალოვსკის შემადგენლობაში დაყენება იყო. ასევე პარუნაშვილის, რომელსაც თითქოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ არც არაფერი შეუქმნია . გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში თამაშია და არა თავდამსხმელის არყოლა. მოკლედ დასკვნა ერთია, დროზე შევცვალოთ ვაისი. ვინც გნებავთ, ქართველი, გამოუცდელი, თამამი მწვრთნელი, რომელიც სწორად გამოიყენებს ჩვენი ფეხბურთელების ძლიერ უნართვისებებს და თამაშის მართვას მოახერხებს, ამისათვის კი ევროპალიგის პლეიოფამდე დრო კიდევ არის.
emigranti
11 ივნისი 2019 13:20
7
აქ ჟურნალისტებმა უნდა ამოიღოს ხმა, და ფედერაციას მოთხოვოს ვაისის გაშვება, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი აჯობებს მაგას, გვესმის სამეგობრო და რამე, მაგრამ ეს ეროვნული ნაკრებია, თუ ვინმესთვის დახმარება უნდათ, ისე დაეხმარონ კაცო. კანკავა, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, მერებაშვილი,ლორია, წარსულია, ისინი უკვე ასაკში არიან და მიუხედავად დიდი გამოცდილკებისა ვეღარ ქაჩავენ, ვერც კონცენტრაციას და ვერც სიჩქარეებს, მადლობა მათ და პროშჩაი, ამისულა კაცურად მოიქცა და წავიდა. დვალიშვილი გინებით წავიდა, წადით რა კაი სახელით ტო, მაინცდამაინც ვენოკი გინდათ? ამხელა რეზერვი გვაქვს და ბურთის დამჭერი არავინ იყო, არაბიძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი თავიდანვე უნდა დაეყენებია, დვალი თავიდანვე უნდა დაეყენებია, ზარანდია, მჭედლიშვილი, დაცვა იყო ნული, ერთი გრიგალავა. ორი წელია ლობჟანიძეს ვიძახით და ხო გამოჩნდა რომ გაამართლა. გაუშვით ეს კაცი, ჟურნალისტებოო, ერთი კარგი გადაცემა ან სტატია მაინც გამოაცხეთ, რას ეფერებით ამ უსინდისო მწვრთნელ-ფედერაციას. მიუჩინეთ მისი ადგილი, საოცარია პირდაპირ
ვასო
11 ივნისი 2019 12:54
3
ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით ვალში თვლიან პირადად თავს. რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:05
0

სიახლეები პოპულარული