"გურნიკი": გვილიას ძალიან კარგი კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
ზაბრჟეს "გურნიკის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვალერიან გვილიას თავგადასავალი პოლონურ კლუბში დასრულდა.

"ვალერიან გვილია არ გააგრძელებს კარიერას ზაბრჟეს "გურნიკში". ვაკო შვეიცარიული "ლუცერნიდან" იჯარით თამაშობდა ჩვენს გუნდში. მან გვითხრა, რომ სანაკრებო თამაშების შემდეგ შეგვატყობინებდა, დარჩებოდა თუ არა "გურნიკში" სათამაშოდ. მას ძალიან კარგი კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ლუცერნის" ფეხბურთელია.

სამშაბათ საღამოს შეგვატყობინა, რომ ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ზეგავლენის მოხდენა არც გვიცდია. გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით ფეხბურთელებს, რომლებიც გვილიას დანაკლისს
შეავსებენ", - აღნიშნა არტურ პლატეკმა, რომელიც "გურნიკის" სპორტული დეპარტამენტის კოორდინატორია.

გვილია "გურნიკს" "ლუცერნიდან" 2019 წლის დასაწყისში შეუერთდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა ექსტრაკლასაში 17 შეხვედრა ჩაატარა, ყველა თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო. ამ დროში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად მიდიხარ ის მაინც გაგვიმხილე
fifa
20:03 12-06-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული