#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/DinamoBatumi1923/

ბათუმის "დინამოს" სპონსორის, კომპანია "ლამინი ჯგუფის" მფლობელმა არჩილ ბერიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ბერიძე ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლო დამატებაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა უკვე გაიფორმეს ერთი მცველი და ეს ქუთაისის "ტორპედოს" დაცვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კობახიძეა.

- ბათუმის "დინამოს" შესაძლო ტრანსფერებზე დიდი მითქმა-მოთქმაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა?
- მოლაპარაკება ბრაზილიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრთან დავიწყეთ. ჯოვინო ფლამარიონი, გაბრიელ რამოსი და ალეფ სანტოსი სწორედ მისმა მენეჯერმა ჩამოგვიყვანა, რომელიც დიდი ხანია, "დინამოსთან" თანამშრომლობს.

-
არა მგონია, ამას დასჯერდეთ...
- ერთი კონკრეტული ამბავიც შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულში ბათუმის "დინამომ" პირველი ტრანსფერი განახორციელა - ჩვენთან გადმოვიდა მამუკა კობახიძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა.

- ის ხომ ქუთაისის "ტორპედოში" რჩებოდა? მან მაისში ბათუმის "დინამოში" გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო...
- ფაქტია, რომ ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.


Sportall.Ge